ცოტა ხნის წინ გაიგო საზოგადოებამ, რომ დიზაინერი თეონა თავართქილაძისა და ფეხბურთელ რეზი არველაძის ოჯახი მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ოჯახს დაუნათესავდა - ნანას ქალიშვილი, სერიალ "ჩცდ"-ს მსახიობი, 39 წლის ქეთი წიქვაძე, რეზი არველაძის ვაჟს, 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა ცოლად. მალევე გაირკვა, რომ წყვილი საერთო შვილს ელოდება. ქეთიმ ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც უკვე კარგად ეტყობა ფეხმძიმობა.
ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველად დაოჯახდა, თუმცა წლების შემდეგ ოჯახი დაენგრა. იმ ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს - ილია და გიორგი.
ახლა ქეთი ძალიან ბედნიერია მეუღლის გვერდით და ამას არც მალავს.