ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლები საქართველოში, სადაც სადაც გადასახადი ათასობით ლარი, დოლარი ან ევროა - მშობლები

ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლები საქართველოში, სადაც სადაც გადასახადი ათასობით ლარი, დოლარი ან ევროა

2025-07-14 14:20:17+04:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, კერძო სკოლებში საქართველოში 70 318 მოსწავლე სწავლობდა. თუკი წლების მიხედვით არსებულ სტატისტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მონაცემი მზარდია და კერძო სკოლების მიმართ მოთხოვნა და ინტერესი წლიდან წლამდე იმატებს. კერძო სკოლებში წლიურად სწავლის გადასახადი განსხვავებულია. ზოგიერთი მოსწავლეებს საერთაშორისო პროგრამებს სთავაზობს, ზოგიც ეროვნულ პროგრამას მიჰყვება.

საქართველოში რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლის შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას:

QSI თბილისის საერთაშორისო სკოლა/QSI International School of Tbilisi - ფასი წელიწადში: 28 100 დოლარი.

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა/British International School of Tbilisi (BIST) - ფასი წელიწადში: მე-6 კლასამდე 16 400 დოლარი, მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით 18 000 დოლარი, მე-10-დან მე-11 კლასის ჩათვლით 18 900 დოლარი, ხოლო ბოლო კლასში 20 300 დოლარი.

ახალი სკოლა / New School – International School of Georgia - ფასი წელიწადში: დაწყებითი საფეხურის ქართულ სექტორში 4 ათასი ევრო, ინგლისურ სექტორში 8 500 ევრო. ზედა კლასებში 9 500 ევრო ინგლისურ სექტორზე, 4 ათასი ევრო ქართულ სექტორზე.

ევროპული სკოლა/ European School - ფასი წელიწადში: წლიურად ქართული პროგრამის გადასახადი 7 000 ევროა, საერთაშორისო პროგრამებში 10 000-დან 12 000 ევრომდე მერყეობს, საფეხურების მიხედვით

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა/ Buckswood International School Tbilisi – ფასი წელიწადში: 11 900 ლარი საწყის ეტაპზე, ყოველ მესამე წელიწადს 15%-ით იზრდება.

ბრიტანულ-ქართული აკადემია/ British-Georgian Academy (BGA) - ფასი წელიწადში: პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით 7 900 დოლარი, მე-6-დან მე-8 კლასის ჩათვლით 8 900 დოლარი, მე-9-მე-10 კლასებში - 10 900 დოლარი, მე-11-მე-12 კლასებში 11 900 დოლარი.

აიბი მთიები/ IB Mthiebi - გადასახადი წელიწადში: ახალმიღებული მოსწავლეებისათვის 8 000 ლარი, შემდეგ საფეხურებზე 10% ემატება.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - ფასი წელიწადში: VIII კლასი - 18 000 ლარი, IX-XII კლასები - 29 500 ლარი.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი - ფასი წელიწადში: საწყის ეტაპზე 6 600 დოლარი, ყოველ წელს 3 პროცენტით იზრდება.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა/ Newton Free School - ფასი წელიწადში: IB პროგრამა-ზე 1-ელი-მე-5 კლასის ჩათვლით 5 000 ევრო, მე-6-მე-8 კლასებში 5 500 ევრო, მე-8-მე-10 კლასი 6 00 ევრო, მე-11-მე-12 კლასებში 6 500 ევრო.

თამარ იაკობაშვილი