ქუთაისში მომხდარ ავარიას ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის შვილიშვილი ემსხვერპლა - მშობლები

ქუთაისში მომხდარ ავარიას ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის შვილიშვილი ემსხვერპლა

2025-07-14 16:32:50+04:00

ქუთაისში წუხელ მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ორივე მანქანის მძღოლები გარდაიცვალნენ - 19 წლისმარიამ გიორგაძეა დაშაკო აფრიდონიძე.

როგორც ირკვევა, მარიამი ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის შვილიშვილი იყო. ამის შესახებ ჭადრაკის ფედერაცია იუწყება:

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო".