სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მშობლები

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

2025-07-15 00:39:04+04:00

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა.

  • "ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი“, - განაცხადა სირაძემ.

ამ დროისთვის ნანგრევებში სულ ორი გარდაცვლილია ნაპოვნი.

ცნობისთვის, თბილისში, "ვაგზლის მოედნის" მიმდებარედ შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"კორპუსი იყო ავარიული, მესამე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული" - რას ამბობს კახა კალაძე