როგორ დავიცვათ თავი თბური ტალღებისგან, რომლებიც ღამითაც აქტიურია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს - მშობლები

როგორ დავიცვათ თავი თბური ტალღებისგან, რომლებიც ღამითაც აქტიურია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

2025-07-15 13:32:48+04:00
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურამ მკვეთრად იმატა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა თბური ტალღების საფრთხის შესახებ აფრთხილებს და რჩევებს აძლევს.
"თბური ტალღა არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);
• გადახურება, რომელმაც, შესაძლოა, გააუარესოს გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებების მქონე მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
• სითბური გამოფიტვა;
• სითბური დაკვრა.
როგორ დავიცვათ თავი?
• მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
• მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 07:00 სთ-მდე.
• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.
• თუ შესაძლებელია, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
• თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგ: მეტრო, მაღაზია, აფთიაქი და სხვ).
• არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!" - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმავლობაში.