"დათო ბაზარში მიდიოდა, ბინა იყიდა და უნდა აღენიშნა... ნანგრევებში მისი სხეულის ნაწილები იპოვეს... დაც მის გვერდით იყო, ფეხი აქვს მოტეხილი და ჯერ არ იცის, ძმა რომ გარდაეცვალა..." - რას ჰყვებიან ვაგზალზე დაღუპულ ბიჭზე - მშობლები

"დათო ბაზარში მიდიოდა, ბინა იყიდა და უნდა აღენიშნა... ნანგრევებში მისი სხეულის ნაწილები იპოვეს... დაც მის გვერდით იყო, ფეხი აქვს მოტეხილი და ჯერ არ იცის, ძმა რომ გარდაეცვალა..." - რას ჰყვებიან ვაგზალზე დაღუპულ ბიჭზე

2025-07-16 10:08:27+04:00

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ტრაგედია 14 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. დაღუპულია დავით ბართია და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც იქვე ვაჭრობდა. დავით ბართია იმ დღეს დასთან ერთად ბაზარში ხორცის საყიდლად მიდიოდა, როცა ნანგრევებში მოყვა. მისი დანაწევრებული ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მისი და კი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. გლოვაა მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში, სადაც დათო ბართია გაიზარდა. დღეს მისი ჭირისუფალია მთელი სოფელი.

ნანი ბართია, დათოს მეზობელი:

- მთელი სოფელი გლოვობს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ჩვენი დათო აღარ გვყავს და მთელი სოფელია დღეს მისი ჭირისუფალი, რადგან დათოს დედ- მამა გარდაცვლილები არიან. დათო უკარგეს ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს ის აყვანილი ჰყავდათ, თავს ევლებოდნენ, არაფერს აკლებდნენ. ჩემი შვილის ტოლია და ახლაც მახსოვს, სახლში თოთო ბავშვი რომ მოიყვანეს, როგორ მყავდა ხელში ატატებული. მას შემდეგ ჩვენ თვალწინ გაიზარდა. მამამისი იმ წლებში ბალდაში ფერმის გამგე იყო. დედა მეოჯახე ქალბატონი იყო. ძვირფასი ოჯახის გაზრდილი შვილია...

დათო საუკეთესო შვილი იყო, წესიერი, ზრდილობიანი, უმაღლესი განათლებით, უჭკვიანესი, სოფლის იმედი... ხუთი წელი იქნება, რაც წასულია თბილისში, ჯერ ე.წ დეზერტირების ბაზარში მუშაობდა, ფიზიკურად შრომობდა, მერე გაზის კომპანიაში აღმრიცხველად დაიწყო მუშაობა. დედა 6 წელია, რაც გარდაცვლილია, მამა უფრო ადრე გარდაიცვალა. ბიოლოგიურმა დამ მოძებნა წლების წინ, რომელიც სულ ცდილობდა, მის გვერდით ყოფილიყო, სულ ძამიკო, ძამიკოს ეძახდა. რაც ნახა, მას შემდეგ თვალიდან არ მოუშორებია.

გუშინაც დასთან ერთად იყო. ბაზარში ორივე ერთად ხორცის საყიდლად მიდიოდნენ, თურმე. სამი დღეა, რაც ბინა იყიდა და- ძმამ, სანახევროდ და უნდა აღენიშნათ. ამ დროს დატრიალდა ეს თავზარდამცემი ამბავი. მთელმა სოფელმა გავათენეთ წუხელ, იქ, თბილისში ბიჭები დასტრიალებენ თავს. ჯერ პროზექტურაშია მისი დასახიჩრებული ცხედარი და ველოდებით, როდის ჩამოსვენებენ. ჩემი ბიჭი არ არის საქართველოში და იქიდან დასტირის. ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა. არაფერი დარჩა. ნანგრევებში იპოვეს მისი სხეულის ნაწილები, ამის გააზრებაც მიჭირს. დნმ-ით უნდა დადგინდეს, რომ დათოა. მისი და შეესწრო ამ ფაქტს, ისიც დაშავდა, ფეხი აქვს მოტეხილი, ძამიკო, ძამიკოო, იძახდა. მან ჯერ არ იცის, რომ ძმა გარდაცვლილი ჰყავს. განაგრძეთ კითხვა