ბანაკი ბავშვებისთვის საკუთარი თავის შეცნობის პირველი სერიოზული ნაბიჯია. ეს არის გრძელი ცხოვრებისეული გზის მცირე, მაგრამ ღრმა სიმულაცია — ცხოვრების პატარა რეპეტიცია დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და ურთიერთობების შესწავლის უსაფრთხო სივრცე.
ბავშვისთვის ეს არის სერიოზული პირველი ნაბიჯი თვითშემეცნებისკენ, სადაც ისინი იწყებენ საკუთარი თავის აღმოჩენას მშობლის გარეშე უცხო გარემოში, სწავლობენ დამოუკიდებლად თავის გართმევას სხვადასხვა სიტუაციებში, ეცნობიან საკუთარ თავებს და იკვლევენ რა შეუძლიათ.
ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მშობელი აცნობიერებს, თუ რამდენად ღირებული შეიძლება იყოს ბავშვისთვის ბანაკში გატარებული რამდენიმე დღე. ბიბისი ბანაკში, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბავშვები ყოველდღიურად იძენენ ცოდნას, გამოცდილებას და სოციალურ უნარებს – ყველაფერს, რაც ცხოვრებაში სჭირდებათ.
ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც თვითშემეცნება, განათლება და დასვენება შერწყმულია ერთმანეთს.
ბავშვები ბანაკში მოდიან გასართობად, როგორც მოსწავლეები, მაგრამ შინ ბრუნდებიან გაძლიერებული და გახსნილი პიროვნებები, ახალი უნარებით, ახალი კონტაქტებით, მეგობრებით და ახალი გამოცდილებით, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
* ინგლისური ენის გაკვეთილებს
* ეტიკეტის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ტრენინგებს
* შემოქმედებით აქტივობებს – ხატვა, მუსიკა, თეატრი
* სპორტულ თამაშებსა და გარე აქტივობებს
* გასართობ საღამოებს
* საჩუქრებს, ლატარიებს და სიურპრიზებს
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ბავშვებისთვის ნამდვილი კავშირის და ცოცხალი, უშუალო ურთიერთობების ხელშეწყობა — სადაც ისინი ერთმანეთს უსმენენ, ესაუბრებიან და ერთმანეთს ზრდიან.
ჩვენ შეგნებულად ვაწყვეტინებთ ბავშვებს ტექნოლოგიურ სამყაროსთან ზედმეტ კავშირს და ვაძლევთ შანსს, აღმოაჩინონ:
ამიტომ ბავშვებს აქვთ წვდომა ტელეფონზე მხოლოდ 1 საათით დღეში – დანარჩენი დრო ისინი რეალურ ცხოვრებაში ცხოვრობენ: თამაშობენ, ხუმრობენ, საუბრობენ, სწავლობენ, ეძებენ პასუხებს, მეგობრობენ.
მათში ჩნდება შინაგანი თავისუფლება, სოციალური სიმყარე, და ნაბიჯ-ნაბიჯ თავისუფლდებიან დამოკიდებულებებისგან.
დღის განმავლობაში ისინი ჯანსაღ კონკურენციაში ებმებიან — ორი გუნდი ერთმანეთს ეჯიბრება სხვადასხვა გამოწვევებში, რაც ავითარებს:
* დამოუკიდებლობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობას
* სოციო-ემოციურ ინტელექტს
* კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარებს
* ჯანმრთელ რუტინას და ფიზიკურ აქტივობას
* კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას
* ნდობას საკუთარი თავის მიმართ
ბანაკი მშობლებისთვისაც სუნთქვის საშუალებაა — დრო, რომ მშვიდად იმუშაონ ან საკუთარ თავზე იზრუნონ, იცხოვრონ ცოტა ხნით უშფოთველად, რადგან შვილები სანდო გარემოში არიან. მშობლისთვის ეს არის დრო შინაგანი ბალანსის აღსადგენად.
* შინ შვილი ბრუნდება უფრო მოწესრიგებული და მოტივირებული
* მშობელს აღარ სჭირდება მუდმივად ეკრანზე მჯდარი შვილის გამო ნერვიულობა – აქ ბავშვები უსაფრთხო გარემოში, პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ ვითარდებიან
დღევანდელი ბავშვები იზრდებიან ტექნოლოგიებით გადატვირთულ გარემოში, რომელიც აზარმაცებს ტვინს, ასუსტებს კონცენტრაციას და ამცირებს რეალური სოციალური ურთიერთობის უნარს. ტექნოლოგია გახდა ციფრული გაკვეთილის წიგნი, რომელმაც წაართვა ბავშვებს რეალობის გემო.
დღეს უკვე საყოველთაოდ გავრცელებული კონცენტრაციის პრობლემები და ე.წ. ADHD სინდრომი ხშირ შემთხვევაში არა თანდაყოლილია, არამედ ტექნოლოგიებზე გადაჭარბებული დამოკიდებულებითაა გამოწვეული.
ბავშვებს ეზარებათ ფიქრი — ყველაფერი ხელმისაწვდომია ერთი კითხვით ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც ფიქრის, ანალიზის და შემოქმედებითი ძიების პროცესს ცვლის მექანიკური პასუხებით. ამით ქრება ანალიზის, შრომის, შეცდომის დაშვების და აზროვნების ბუნებრივი პროცესი.
„შეიცანი სამყარო ცოცხლად – იგრძენი, იფიქრე, გააანალიზე, გამოსცადე, გამოიკვლიე, იშრომე, თავად მიაგენი პასუხს.“
ბიბისი ბანაკი არის ადგილი, სადაც ბავშვები ეცნობიან სამყაროს არა ეკრანიდან, არამედ რეალური გამოცდილებით — მოქმედებით, კომუნიკაციით, თამაშით, შეცდომებით, ემოციებით, აქ ბავშვები სწავლობენ ცხოვრებას ცოცხლად, სადაც არ აქვთ მზა პასუხები არამედ, ხვდებიან, რომ პასუხების პოვნას სჭირდება ძიება და რომ სწორედ ამ ძიების პროცესშია სიამოვნება.
ჩვენი მიზანია გავზარდოთ არამარტო „წარმატებული“ ბავშვები, არამედ ბედნიერი, ჯანსაღი, თავისუფალი და გაცნობიერებული ადამიანები.
ეს არის ინვესტიცია მომავლისთვის – სადაც ბავშვი სწავლობს სიყვარულს, მეგობრობას, პასუხისმგებლობას და ნამდვილ ურთიერთობას.
დასასრულს, გვსურს გაგიზიაროთ ერთი მოკლე ვიდეო, რომელიც ასახავს ჩვენს ბანაკში გატარებულ დაუვიწყარ ერთკვირიან თავგადასავალს.
ეს არ არის უბრალოდ ერთი კვირა —
ეს არის ახალი ეტაპი პიროვნული განვითარების გზაზე.
📹 ნახეთ ვიდეო — და თავად იგრძენით, რას ნიშნავს ნამდვილი ბანაკური ცხოვრება.
ბიბისი ბანაკი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჩვენს სპონსორებს — „პალიტრა L“-სა და „ბიბლუსს“ ბავშვებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნის მხარდაჭერისთვის.
ვიდეო: ბიბისი ბანაკი - ბავშვის დაუვიწყარი მოგზაურობა.
გაეცანით, რას წარმოადგენს ბიბისი ბანაკი და რას სთავაზობს ბავშვებს 👉 https://www.facebook.com/BBCBestBritishCenter
#ბიბისიბანაკი #დაუვიწყარიმოგზაურობა #მადლობასპონსორებს #banaki.ge
R