3 ადა­მი­ა­ნის დნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით 8 ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი დაიბადა - დეტალები განაყოფიერების რევოლუციურ მეთოდზე - მშობლები

3 ადა­მი­ა­ნის დნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით 8 ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი დაიბადა - დეტალები განაყოფიერების რევოლუციურ მეთოდზე

2025-07-17 10:51:10+04:00

ბრიტანელი მეცნიერები განაყოფიერების რევოლუციური მეთოდის წარმატებაზე საუბრობენ. ექიმების გუნდი ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომელიც მედიცინაში უდიდეს გარღვევად მიიჩნევა.

  • მათი თქმით, დაიბადა 8 ჯანმრთელი ბავშვი, 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენებით. უფრო კონკრეტულად კი, დედისა და მამის გენეტიკური მასალის გადატანით ჯანმრთელი დონორის კვერცხუჯრედში - სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების რისკის შესამცირებლად.

ამ ახალი მეთოდის მიზანია, ბავშვის მიტოქონდრიული დაავადებით დაბადების პრევენცია. ექიმებმა 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით, შექმნეს ემბრიონები, რათა ბავშვებს არ ჰქონოდათ განუკურნებელი გენეტიკური დარღვევები.

ახალშობილთა დედები მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, რომ მათ შვილებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები გადაეცემოდათ მიტოქონდრიების მუტაციის გამო.

მშობიარობისა და ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ სიახლეს მთელი მსოფლიოს ექიმები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა 2015 წელს შეცვალა კანონმდებლობა და დაუშვა ეს პროცედურა. ნაყოფიერების მარეგულირებელმა ორგანომ 2017 წელს ნიუკასლის უნივერსიტეტის ნაყოფიერების კლინიკას ლიცენზია მიანიჭა და სწორედ ამ კლინიკის ექიმებმა გამოიყენეს ეს ინოვაციური მეთოდი. განაგრძეთ კითხვა