ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა მონაკოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ხანდაზმული მამაკაცი და გოგონაა გამოსახული. თითქოსდა გოგონა თავდაპირველად მის შეთავაზებებს არ აქცევს ყურადღებას, თუმცა შემდეგ ქცევას იცვლის, როდესაც აღმოაჩენს, რომ მამაკაცს „პორშე“ ჰყავს. სოციალურ ქსელში კომიკურ სცენას განიხილავენ, კრიტიკა ისმის იმ ქალების მიმართ, რომლებიც ფულის გამო ურთიერთობებს ამყარებენ და იმ მდიდარი მამაკაცების მიმართაც, რომლებიც ფულით ახალგაზრდობას ყიდულობენ. კომენტარებიც კრიტიკული მოჰყვა ძირითადად ვიდეოს: „ამაზრზენი ისტორია“, „აი, რას ნიშნავს სწორ ადგილას სწორ დროს ყოფნა“, „ეს ყოველთვის ყველგან ხდებოდა. ასე მუშაობს სამყარო“, „ღმერთო ჩემო, ის სიბერის ლაქებითაა დაფარული“, „ისინი უბრალოდ ფულის სანაცვლოდ ახალგაზრდა სხეულს ყიდულობენ“, "როცა ფულის გამო ყველაფერზე თვალს ხუჭავ..." - წერენ ადამიანები.
ვიდეოს გმირები სინამდვილეში, რა თქმა უნდა, იმ წუთის გაცნობილები არ არიან. 72 წლის ავსტრიელი მილიარდერი პიტერ კენიგი და 27 წლის უკრაინელი მოდელი ვიქტორია შევჩენკო რა ხანია, იცნობენ ერთმანეთს და სავარაუდოდ, ხვდებიან კიდეც.
პიტერ კენიგია ავსტრიელი მეტალურგიული მაგნატი და ავსტრიის საპატიო კონსულია მონაკოში. 27 წლის მოდელი ვიქტორია შევჩენკო კი იმითაა ცნობილი, რომ 2017 წელს „ვიცე-მის ყირიმის“ ტიტული მოიპოვა. ინტერნეტში ასევე არის ფოტო ვენის ფილარმონიული ორკესტრის მეჯლისიდან, რომელიც გასულ გაზაფხულზე გაიმართა, სადაც პიტერი, როგორც ჩანს, ახალი ნაცნობის თანხლებით არის გადაღებული.
საინტერესოა, რომ ინტერნეტში ასევე არის 15 წლის წინანდელი ფოტო, სადაც კენიგი იმავე დარბაზში პოზირებს სხვა ახალგაზრდა გოგონასთან ერთად.
მედიის ცნობით, წყვილი ერთმანეთის თანდასწრებით კიდევ რამდენჯერმე ნახეს.
კენიგი ორჯერ იყო დაქორწინებული მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალებზე. მისი ერთ-ერთი ცოლი იყო ჩეხი მსახიობი, სახელად ლეონა, რომელმაც მას ქალიშვილი, იანა, გაუჩინა. მედიის ცნობით, ლეონა ამჟამად ავსტრიაში ცნობილი ტელეწამყვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ქალებში მის ყოფილ ქმარს, პიტერს, „ხასიათი იზიდავს და არა ფული“. მათი ქალიშვილი, იანა, 17 წლისაა და ხშირად ჩნდება ტელევიზიითა და ავსტრიული ჟურნალების გარეკანებზე.
კენიგის მეორე ყოფილმა ცოლმა, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს, ის მისი მეგობრის, მილიარდერი მარტინ შლაფის გამო მიატოვა.