მარკ კუკურელიას ცრემლებით მოყოლილი ამბავი აუტისტ შვილზე - "ხანდახან ეს ძალიან რთულია..." - მშობლები

მარკ კუკურელიას ცრემლებით მოყოლილი ამბავი აუტისტ შვილზე - "ხანდახან ეს ძალიან რთულია..."

2025-07-17 13:37:42+04:00

„ჩელსის“ ფეხბურთელი, ესპანელი მარკ კუკურელია საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის სამი შვილის ძალიან კარგი მამაა და ასევე, საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება ერთ-ერთი შვილის დიაგნოზის გამო.

ამის შესახებ 26 წლის მარკმა და მისმა მეუღლემ კლაუდია როდრიგესმა გულახდილად ისაუბრეს და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.

მან და მისმა მეუღლემ გაიხსენეს ის რთული თვეები, რომლებიც და განცდები, რაც შვილს აუტიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ გადაიტანეს.

ესპანელმა მცველმა ძალიან ემოციურად ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც მისმა ოჯახმა განიცადა.

„ისინი უბრალოდ გეუბნებიან: „კარგი, შენს შვილს აუტიზმი აქვს.“ თუმცა მშობლები ამისთვის მზად არ არიან. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ“, - თქვა მარკ კუკურელამ Amazon Prime-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში, სადაც ღიად ისაუბრა თავისი ოჯახის ურთიერთობებზე.

დოკუმენტური სერიალი „თამაშზე დაქორწინებული“ ფეხბურთელების ოჯახური ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მატეო განსხვავებული იყო სხვა ბავშვებთან შედარებით. სკოლაში დიდი მხარდაჭერა არ გვქონდა და ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი თვეები იყო. ყოველდღე მატეო სკოლაში მიმყავდა, მე ორსულად ვიყავი და რიოს ველოდებოდი, სახლში ვბრუნდებოდი და ვტიროდი. ყოველდღე ასე იყო“, - თქვა კლაუდია როდრიგესმა.

როდესაც კუკურელა ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას ცდილობს, ემოციებით ივსება და თავს ვერ იკავებს. „ის ძალიან მგრძნობიარეა ამ თემის მიმართ“, - განმარტა მისმა ცოლმა და თან ცრემლიან ქმარს ეხუტებოდა.

აუტიზმის სპექტრის აშლილობა ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე, მის გარშემო არსებული სამყაროს აღქმასა და სოციალური უნარების განვითარებაზე. არ არსებობს ზუსტი ფორმულები, თუ როგორ ვლინდება აუტიზმი თითოეულ ადამიანში. „მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ერთ კვირაშიც კი, - თქვა კლაუდიამ, - მატეოს უჭირს ახალ ადგილებთან, გრაფიკებთან, უცნობ საკვებთან და რუტინის ცვლილებებთან შეგუება. ეს გავლენას ახდენს მთელი ოჯახის ცხოვრებაზე. ადგილების ცვლილება, სადაც არაა სკოლა, თერაპია, რუტინა - ძალიან რთულია... ხანდახან გვინდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ვერ ვაკეთებთ, რადგან ეს არ არის კარგი მატეოსთვის... დღესასწაულები განსაკუთრებულად რთულია...“

cgagvmgv6-uaao9faaefrotbvn8781-1752746117.jpg.webpcgagvwgv6-qauuhzaadcp-wjcr8809-1752746117.jpg.webpmarc-cucurella-wipes-away-tears-991720074-1752746117.webp

aa1xz8d0-1752746117.jpg