თუ გსურთ ერთ-ერთი წარმატებული გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის, Webster University Tbilisi-ს სტუდენტი გახდეთ, თქვენთვის უნივერსიტეტს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს.
აბიტურიენტები, რომლებიც პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს აირჩევენ, 1400 $ ოდენობის გრანტს მიიღებენ. მაგისტრანტებს კი 1000 $-დან 1400 $-მდე გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
საქართველოს კამპუსში სწავლა უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო კამპუსების მსგავსად საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებით ხორციელდება. რაც გულისხმობს იმას, რომ ვებსტერ უნივერსტეტი თბილისის პროგრამები ერთი მხრივ, აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, მეორე მხრივ კი - ამერიკის უმაღლესი აკრედიტაციის ორგანოს HLC-ის მიერ. აკადემიურ პერსონალს კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები შეადგენენ.
სწორედ ამიტომ, ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ ამერიკული განათლება და დიპლომი ქვეყნის დატოვებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე. ამასთან, ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ Webster University-ის მსოფლიოს მასშტაბით არსებული კამუსებიდან მათთვის სასურველში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში სწავლის ღირებულება სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე უფრო დაბალია. საქართველოს მოქალაქეებისთვის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900 $-ის ეკვივალენტი ლარში, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 17520€, ავსტრიაში - 23478€ , აშშ-ში - 32390 $, შვეიცარიაში კი - 35000 CHF.
როგორც Webster University Tbilisi-ში განმარტავენ, სტუდენტებს 3.7 და მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში 1400$-იანი გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც უნარჩუნდებათ.
2025-2026 სასწავლო წლისთვის Webster University Tbilisi 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს. ესენია:
სამაგისტრო საფეხურზე კი უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ 2 პროგრამას:
მაგისტრატურაში ჩაბარების შემთხვევაში საბაკალავრო საფეხურის აკადემიური მოსწრების, რეზიუმესა და ინგლისურენოვანი გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით აპლიკანტებს ინდივიდუალურად ენიჭებად 1000$ დან 1400$-მდე გრანტები. შეგახსენებთ რომ მაგისტრატურის შემთხვევაში გადასახადი 8600$-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Webster University Tbilisi-ში სწავლის საფასურს შიდა გრანტთან ერთად აკლდება სახელმწიფო გრანტის ოდენობაც (ასეთის ქონის შემთხვევაში).
Webster University-ის კამპუსი საქართველოში 2021 წელს 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა და დღეს რეგიონში ერთადერთ ოფიციალურ ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალს წარმოადგენს.
R