რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა 27 წლის ბარბარე ბეჭვაია, რომელსაც უამრავი ადამიანი იცნობდა "ვიშლისთის" ვიდეოებიდან - გოგონა სწორედ იქ მუშაობდ, როგორც პიარის და მარკეტინგის თანამშრომელი. ბარბარე სამეგრელოში იმყოფებოდა ქორწილში და ცეკვის დროს მოულოდნელად გული გაუჩერდა.
თანამშრომლები და კოლეგები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და წერენ, რომ სპეციალური კუთხეც მოაწყვეს მისი ხსოვნის პატივსაცემად.
"ლამაზი ფოტო კუთხეების მოწყობა ჩვენთან, შენ დაიწყე ჩემო გოგო, ახლა შენი ფოტო კუთხე გექნება.რადგან შენს მშობლიურ სახლში ვიქნებით ყველა, ვისაც სურვილი ექნება, თბილისი მოლში შეგიძლიათ მიაგოთ პატივი მის ხსოვნას. გლოვის ნიშნად, ხუთშაბათ დღეს ჩვენი ყველა ფილიალი დახურული იქნება..."