მარტოხელა დედა, სიყვარულის გამო არჩეული პროფესია და... 49 წლის ასაკში სახალისო ვიდეოებით დაპყრობილი ინტერნეტსივრცე - თურქეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის პირადი ამბები - მშობლები

მარტოხელა დედა, სიყვარულის გამო არჩეული პროფესია და... 49 წლის ასაკში სახალისო ვიდეოებით დაპყრობილი ინტერნეტსივრცე - თურქეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის პირადი ამბები

2025-07-17 20:58:11+04:00

ნურგულ ეშილჩაი თურქული სერიალების მოყვარულების ერთ-ერთი რჩეული მსახიობია. თურქეთში ის მეგავარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. თუმცა ბოლო დროს სულ სხვა რანგშიც სცადა ძალები და ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავიც გახდა. მის სახალისო ვიდეოებს, რომლებსაც შვილთან, მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად იღებს ხოლმე, დიდი გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვიდეო დედაზე, რომელსაც შვილი არ პასუხობს. სხვა ვიდეოების ძირითადი გმირიც დიასახლისია, დედა, თავისი პრობლემებით და მხიარულებებით.

წარმატებული კინოვარსკვლავი

ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც "მწვანე ჩაი". 1976 წლის 26 მარტს თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა. ბავშვობიდან ხატვით იყო გატაცებული, კონკურსებსა და გამოფენებშიც მონაწილეობდა და დღესაც აქტიურად ხატავს."ხატვით ვიყავი გატაცებული, 4 წელი დავდიოდი ხატვაზე და მხატვრობას ვგეგმავდი. მაგრამ უფრო კლასებში მსახიობი შემიყვარდა, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობდა. მეც იქ ჩავაბარე, რომ ხშირად მენახა.მოგვიანებით სხვა ქალაქში გადავიდა და სკოლის შემდეგ არც მინახავს. თუმცა სამსახიობო თავგადასავლები ასე დაიწყო. შემიყვარდა მსახიობობა და საბოლოოდ მხატვრობას ეს საქმე ვარჩიე", - იხსენებს ნურგული.

image-112.png

განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო. სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყოდამასმერეარგაჩერებულა.თეატრშიმუშაობისპარალელურადმოხვდა კინოში და წარმატებული მსახიობიც გახდა.

0x0-1658351292816.jpg

son-nefesime-kadar-dizisinin-basrol-mMYm.jpg

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას,2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს, მასზე 17 წლით უფროს მსახიობს, რომელთანაც ვაჟი - ოსმან ნეჟათი შეეძინა. წყვილმა რამდენიმე წელს იცხოვრა ერთად და 2010 წელს დაშორდნენ.

Nurgül-Yeşilçay-and-Cem-Özer.jpeg
savegram-1752771845.App_101001412_1562706850571949_8444615165352529361_n.jpg
შვილთან ერთად
განქორწინების შემდეგ ნურგულს რამდენიმე რომანს მიაწერდნენ, მათ შორის მურატ ილდიმირთან. 2018 წლიდან კი რეჟისორ ნეჯატ კოჯაბაისთან ერთად ცხოვრობს და საკმაოდ ბედნიერები არიან ერთად.
nejat.jpg
მსახიობი ახლა 49 წლისაა. კვლავ მოთხოვნადია თავის პროფესიაში და შესანიშნავად გამოიყურება.
savegram-1752771846.App_310232503_447249847386360_7777006561024996299_n.jpgsavegram-1752771846.App_469486401_18115967089419164_8943319975948635699_n.jpg