წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში და მზადება ორი ქორწილისთვის - ინტერვიუ სოფი ლორენის ქართველ სარძლოსთან (ფოტოები) - მშობლები

წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში და მზადება ორი ქორწილისთვის - ინტერვიუ სოფი ლორენის ქართველ სარძლოსთან (ფოტოები)

2025-07-18 14:26:28+04:00

ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტის, რჩეული,მარიამ შარმანაშვილი,AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ წინასაქორწინო სამზადისსა და ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობს. წინასაქორწინო წვეულება სასტუმრო „ტბებზე“ გაიმართა, სადაც მარიამმა უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა.

- მარიამ, გილოცავთ მომავალ ქორწილს! მოგვიყევით, სად აღნიშნეთ წინასაქორწინო წვეულება?

- დიდი მადლობა. წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში, ტბებზე აღვნიშნე.

- ვინ იყვნენ შენი სტუმრები?

- ღონისძიებაზე ჩემი უახლოესი მეგობრები მყავდა.

- ვიცით, რომ ქორწილი 26 ივლისს გაიმართება. მართალია, თუ არა გავრცელებული ინფორმაცია რომ ქალბატონი სოფია ქორწილში ჩამოდის?

- არა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში დაგეგმილ ქორწილს ქალბატონი სოფია არ დაესწრება.

- ჩვენი ინფორმაციით, ორი ქორწილი გექნებათ, ერთი საქართველოში, მეორე საზღვარგარეთ.

- დიახ, სწორად ბრძანეთ, მეორე ქორწილი სექტემბრისკენ იგეგმება ჟენევაში. იქ გვექნება ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრება, მათ შორის ქალბატონი სოფიაც. განაგრძეთ კითხვა

90 წლის სოფი ლორენის და ალ ბანოს არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები სკანდალად იქცა - თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ
საქართველოში მონათვლის შემდეგ სოფი ლორენის ვაჟი და მისი ქართველი მეუღლე ქორწილისთვის ემზადებიან