მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ცოტა ხნის მესამე შვილის დედა გახდა. კირა კაშიას ფოტოები მან ახლახან გაასაჯაროა სოციალურ ქსელში.
ნანუკას ძალიან ეხმარება შვილების აღზრდაში მეუღლე კახა კაშია.
ასევე სარგებლობს ძიძების დახმარებით, რომლებსაც ხშირად აქებს საჯაროდ. ახლახან აღნიშნა, რომ კირასთვისაც ეძებს ძიძას. სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემო მეგობრებო კირასთვის ვეძებ 15 აგვისტოდან ძიძას, სამუშაო განრიგი მაქვს ცოტა არასტანდარტული - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი დასვენება, დანარჩენი 4 დღე - 09:00-დან 22:00-მდე; კეთილი, პატიოსანი, მშრომელი, გამოცდილი ძიძა მირჩიეთ. ჩვენ ტრადიციულად სიყვარულში და მოფერებაში გვეყოლება".