ულამაზესი მსახიობი, რომელსაც პირველი ქმარიც სცემდა, მეორეც და მამამთილიც რამდენჯერმე გაუსწორდა ფიზიკურად - მშობლები

ულამაზესი მსახიობი, რომელსაც პირველი ქმარიც სცემდა, მეორეც და მამამთილიც რამდენჯერმე გაუსწორდა ფიზიკურად

2025-07-19 12:41:36+04:00

ამერიკელი მსახიობის, დენიზ რიჩარდსის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. 2025 წლის ივლისის დასაწყისში, მისმა მეორე მეუღლემ, მსახიობმა აარონ ფაიპერსმა, განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და მიზეზად „შერიგებას დაუქვემდებარებელი უთანხმოება“ ასახელებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ დენიზის შემოსავალი გაცილებით აღემატება მისას და სასამართლოს გზით აპირებს მოითხოვოს ალიმენტები. ფაიპერსის თქმით, მსახიობი თვეში დაახლოებით 250 ათას დოლარს გამოიმუშავებს სატელევიზიო გამოსვლებითა და სარეკლამო კონტრაქტებით. თავად კი თვეში დაახლოებით 105 ათას დოლარს ხარჯავს, მათ შორის 25 ათასს – საკვებზე, 20 ათასს – ტანსაცმელსა და კოსმეტიკაზე, 18 ათასს – ქირის გადასახადზე და დანარჩენს სხვა საჭიროებებზე.

ფაიპერსი არ მალავდა, რომ განქორწინების ფინანსური შედეგით სარგებლის მიღებას აპირებდა. მისი საქციელი ბევრმა დენიზის თაყვანისმცემელმა გააკრიტიკა, მაგრამ მოვლენები მალე უფრო შემზარავი მიმართულებით განვითარდა. განქორწინების განცხადების წარდგენიდან სულ რაღაც ათი დღის შემდეგ, დენიზ რიჩარდსმა საჯაროდ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ურთიერთობაში ბზარი ჯერ კიდევ 2023 წელს გაჩნდა, თუმცა მსახიობი რამდენჯერმე ეცადა ურთიერთობის გადარჩენას.

დენიზის თქმით, 2025 წლის ივნისის ბოლოს მან საბოლოოდ გადაწყვიტა გაშორება და მეუღლესა და მის ნათესავებს სახლიდან წასვლა სთხოვა. ამან აარონში მძაფრი აგრესია გამოიწვია – რამდენიმე საათის განმავლობაში დენიზს შეურაცხყოფას აყენებდა. ხელიტაც შეეხო. მსახიობი იხსენებს, რომ რეალურად თავის სიცოცხლეს მაშინ პირველად არ შეშინებია – მსგავსი ძალადობა წარსულშიც ჰქონია, როცა ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში ფაიპერსმა მასზე ხელი აღმართა.

332x430-1-953b2fc8b6fdbe79fbdf2500e0c212ca2550x3300-0xk3yalgi7-6837057858154658320-1752914843.jpg

დენიზის თქმით, ქმრის სახლიდან გადასვლის შემდეგ ის მოგვიანებით მამის თანხლებით დაბრუნდა და მამამთილმა რამდენჯერმე სცემა მსახიობი. ყვიროდა, აგინებდა და თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. დენიზმა გაქცევა სცადა და სახლში ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა, თუმცა აარონმა იპოვა და ცემაც განაგრძო. ფაიპერსი მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც დენიზი პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. თუმცა მანამდე მის ჩანთაში არსებული დოკუმენტები და საფულე წაიღო. მსახიობმა პოლიციას მიმართა და თან მიაწოდა ფოტო, რომელზეც მას თვალის ქვეშ დიდი სილურჯე აღენიშნება.

დენიზ რიჩარდსის თქმით: „აარონი ხშირად მახრჩობდა, თავის ორივე ხელით მიჭერდა თავს, მაწამებდა, სახეში მირტყამდა, თავს მირტყმევინებდა პირსახოცის საკიდზე, მემუქრებოდა, რომ მომკლავდა, ჰაკავდა ჩემს კომპიუტერს და მობილურს, პირად მიმოწერებს კითხულობდა“ – დაწერა მან განცხადებაში.

მოსამართლემ აარონ ფაიპერსსა და მის მამას დროებით აუკრძალა დენიზ რიჩარდსთან მიახლოება. თუმცა ფაიპერსი არ აღიარებს ბრალს – ის ამტკიცებს, რომ მსახიობს არ უძალადია და სილურჯე მიიღო მას შემდეგ, რაც ნასვამი ქუჩაში წაიქცა. „ვცდილობდი ეს ქორწინება სიყვარულით, მოთმინებით და პატივისცემით შემენარჩუნებინა“ – აღნიშნავს ის ოფიციალურ განცხადებაში.

429x600-1-8e944b59deda56a030e264498105c7a4971x1359-0xnqayjdq0-2347250288200374918-1752915024.jpg

დენიზ რიჩარდსი და აარონ ფაიპერსი ერთმანეთს 2017 წელს შეხვდნენ და ერთი წლის შემდეგ მაიამიში მოაწერეს ხელი. ქორწილს მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ. წყვილს საერთო შვილი არ ჰყოლია, თუმცა ფაიპერსმა იშვილა დენიზის შვილი, ელოიზა, რომელიც მსახიობმა ჯერ კიდევ 2011 წელს, ჩვილობის ასაკში წამოიყვანა ბავშვთა სახლიდან. ბავშვს თანდაყოლილი გენეტიკური პრობლემა აქვს – მერვე ქრომოსომის ანომალია.

დენიზი მანამდე უკვე იყო დაქორწინებული – მისი პირველი ქორწინება 2002 წელს შედგა მსახიობ ჩარლი შინთან, თუმცა ეს ურთიერთობა მალე დასრულდა. ჩარლი მალავდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, აზარტულ თამაშებს, ძალადობდა დენიზზე და საბოლოოდ ვირუსითაც დაინფიცირდა. 2004 წლის მარტში მათ შეეძინათ ქალიშვილი სემი, თუმცა მალევე დენიზი კვლავ დაორსულდა და მეორე ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში უკვე განქორწინების პროცესი დაიწყო. 2005 წლის ივნისში მან მარტომ გააჩინა მეორე ქალიშვილი – ლოლა როუზი.