ლიბანში დიზაინერ ელი სააბის შუათანა ვაჟის, სელიო სააბისა და მისი საყვარელი ქალის, ზეინ კუტამის მასშტაბური სამდღიანი ქორწილი დაიწყო. ზეიმის პირველ დღეს, პატარძალმა და საქმრომ სტუმრებისთვის მდიდრული წინასაქორწილო წვეულება მოაწყვეს.
ზეიმი ღია ცის ქვეშ გაიმართა და საქმროს ოჯახი ესწრებოდა, პატარძლის დედა და წყვილის მეგობრები.
პირველ დღეს ზეინი სტუმრების წინაშე შამპანურისფერ დიზაინერულ კაბაში ბრწყინავდა, რომელიც კრისტალებით იყო შემკული და, რა თქმა უნდა, მისი მამამთილის ცნობილი მოდის სახლის, Elie Saab-ის მიერ იყო შექმნილი. დიზაინერის მეუღლეს და უფროს რძალსაც მისი ნამუშევრები ეცვათ და ბრილიანტის სამკაულები ეკეთათ.
სელიოს 28 წლის საცოლე, ზეინ კუტამი, იორდანიაში დაიბადა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, PR სააგენტოში მედია მენეჯერად მუშაობს. ის სელიოს ოთხი წლის წინ შეხვდა, როდესაც დუბაიში ცხოვრობდა. წყვილმა ნიშნობის შესახებ გასულ ზაფხულს გამოაცხადა.
პირველ დღეს პატარძალმა და სიძემ სტუმრებისთვის მდიდრული საქორწილო წვეულება გამართეს. ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა: ყველა სტუმარმა შეყვარებულებთან ერთად სურათები გადაიღო, იცეკვა, მოუსმინა მუსიკოსებს და უყურა ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეების შესრულებას.
მთავარი ზეიმი კი მეორე დღეს გაიმართა. პატარძალს ბრწყინვალე თოვლივით თეთრი კაბა ეცვა, ხელით ნაქარგი უგრძესი შლეიფით და ლამაზი დიადემით. „ხუთი ესკიზი, სამი პროტოტიპი და 780 საათის შემდეგ ქმნილება... ასე მოგზაურობს კაბა, პირველი ნახატიდან ბოლო შტრიხამდე“, - თქვა პატარძალმა კაბის შექმნის შესახებ.
ელი სააბი ცნობილი ლიბანელი დიზაინერია, რომლის სამოსსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ატარებენ წითელ ხალიჩაზე, თუმცა განსაკუთრებულად მისი საპატარძლო კაბებია აქტუალური და აღიარებული. წარმატებული დიზაინერი დაქორწინებულია კლოდინ სააბზე, მათ სამი ვაჟი ჰყავთ. კუტიურიე და მისი ოჯახი ბეირუთში ცხოვრობენ.