რატომ ამორიცხეს ტახტის მემკვიდრეთა სიიდან 27 წლის პრინცესა კამილა? - ულამაზესი გრეის კელის შვილიშვილი მისი ცნობილი საკულტო იმიჯით - მშობლები

რატომ ამორიცხეს ტახტის მემკვიდრეთა სიიდან 27 წლის პრინცესა კამილა? - ულამაზესი გრეის კელის შვილიშვილი მისი ცნობილი საკულტო იმიჯით

2025-07-20 13:10:03+04:00

მონაკოს პრინცესა კამილა გოტლიბი იშვიათად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე, თუმცა არასდროს აცდენს ტრადიციულ წითელი ჯვრის მეჯლისს და ამ გამოჩენისთვის გულმოდგინედ ემზადება. ამჯერად, მონაკოს რჩეული ბებიის ლეგენდარული იმიჯით იყო შთაგონებული.

მეჯლისს, ტრადიციულად, პრინცი ალბერ II და მისი მეუღლე შარლინი მასპინძლობდნენ. ეს ორგანიზაცია 1948 წელს პრინცმა ლუი II-მ დააარსა. სწორედ მაშინ გაიმართა პირველი მეჯლისი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საქველმოქმედო ღონისძიებად და სამეფოში საზაფხულო სეზონის მთავარ მოვლენად იქცა.

728x503-1-d167724f271b7bbe1f11ae1c466721bd3465x2395-0xordl6wnv-5322212086795744081-1753003034.jpg.webp
პრინცი ალბერი, პრინცესა შარლინი და კამილა

ამ საღამოს, ლეგენდარული სპორტული კლუბის, Salle des Étoiles-ის კარები კვლავ გაიღო სტუმრებისთვის. პრინცესა შარლინი Elie Saab-ის ნაცრისფერ-ლურჯ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. თუმცა ამჯერად ყურადღება კამილამ მიიპყრო - 27 წლის გოგონას Elisabetta Franchi-ის შავ-თეთრი კაბა ეცვა, ბებიის, ლეგენდარული მსახიობის და მონაკოს პრინცესა გრეის კელის ცნობილი იმიჯის გამოძახილი. ზუსტად მსგავსი კაბა ეცვა გრეისს ალფრედ ჰიჩკოკის 1950-იანი წლების საკულტო ფილმში „ფანჯარა ეზოს მხარეს“.

2164x3465-0xo0l6hxq8-2928849730366788295-1753004590.jpg1498x2400-0xwl5i3znb-6835646299180002246-1753004590.jpg

1950-იან წლებში ამერიკელი მსახიობი გრეის კელი პრინც რენიე III-ისა და მონაკოს პრინცის ცოლი გახდა. 1982 წელს, ვარსკვლავი ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. პრინსესას უეცარმა გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ მითის გაღრმავებაში, რომ მონაკოს სამეფო ოჯახი მეცამეტე საუკუნეში შუა საუკუნეების ჯადოქარმა დაწყევლა. ამ მითს ეძღვნება Channel 5-ის დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „გრეის კელის შვილების წყევლა“...

საბედისწერო ავარიის დროს გრეისის უმცროსი ქალიშვილი, სტეფანია, მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა. სტეფანიაა სწორედ კამილა გოტლიბის დედა.

728x546-1-1e6dfcee0ccbb2a3707890275c1daea01706x1280-0xac120003-1918575301634165190-1753004588.jpeg.webp
პრინცესა სტეფანია სამ შვილთან ერთად

სტეფანია არასდროს გამოირჩეოდა მორჩილებით. თავის დროზე, საიდუმლო ურთიერთობა დაამყარა თავის მცველ დენიელ დიუკრუესთან და მასთან ორი შვილი შეეძინა: ლუი და პოლინა. თავდაპირველად ისინი მონაკოს ტახტის მემკვიდრეებად არ ითვლებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტეფანია 1995 წლის ივლისში მონსიე დიუკრუეს ოფიციალურად გაჰყვა ცოლად, მათი შვილები მონაკოს ტახტის მემკვიდრეთა რიგში შეიყვანეს. წყვილი მომდევნო წელს დაშორდა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სტეფანია ამჟამად ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-14 ადგილზეა, მისი ვაჟი და ქალიშვილი კი - მე-15 და მე-16 ადგილებს იკავებენ.

თუმცა ნაკლებად გაუმართლა ამ მხრივ კამილას, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგს გარეთაა...

1998 წელს სტეფანიას მესამე შვილი შეეძინა. როდესაც გოგონა დაიბადა, დედამ ახალშობილის დაბადების მოწმობაში მამის სახელი არ მიუთითა, რასაც ჭორები და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. კამილა ქორწინების გარეშე დაიბადა და არც მერე დაქორწინებულა დედამისი მის ბიოლოგიურ მამაზე, როგორც ეს უფროსი შვილების შემთხვევაში მოხდა, ამიტომ გრეის კელის შვილიშვილს ტახტის მემკვიდრეობის რიგში ადგილი არ აქვს.

გოგონამ მოგვიანებით მამამისის ვინაობა Instagram-ზე გაამჟღავნა და დაადასტურა, რომ მამამისი სასახლის კიდევ ერთი მცველი, ჟან რეიმონდ გოტლიბი ყოფილა. თუმცა, გოგონა მშობლებს არ საყვედურობს ამ კაზუსის გამო. ერთხელ მან თქვა: „მამაჩემი მარჯვენა ფილტვია, დედაჩემი კი - მარცხენა. მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ისინი დიდხანს არ დარჩენილან ერთად, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ: „ჩვენ გვინდოდი და გვიხარია, რომ აქ ხარ“. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ოჯახს სხვაში არ გავცვლიდი - მსოფლიოში არაფერში“. ნახევარძმასთან და დასთან ერთად ისინი საკუთარ თავს „სამ მუშკეტერს“ უწოდებენ.

უკანონო შვილები კი მონაკოში სულაც არ უკვირთ. პრინცი ალბერი ქორწინებამდეც მექალთანე იყო და უკანონოდ ჰყავდა გაჩენილი შვილები და არც პრინცესა შარლინთან ქორწინების მერე შეუცვლია ცხოვრების წესი.

რაც შეეხება კამილას, ი 27 წლისაა, სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიაში ჩართული და ასევე ინფლუენსერია.

999x1280-0xtdigc7zc-5415525394987891316-1753004589.jpg998x1280-0xr1jr5wnc-4369444203358607657-1753004588.jpg1000x1280-0x2yrtf1je-8119458297784932687-1753004589.jpg1005x1280-0x89mnhr9o-8257755971396241034-1753004589.jpg1011x1280-0xan48qdt8-9610422424102370676-1753004589.jpg1121x1280-0xvrqmffxz-9013562860503854498-1753004590.jpg