63 წლის მომღერალმა გრიგორი ლეპსმა და მისმა 19 წლის რჩეულმა, ავრორა კიბამ, სოციალურ ქსელებში ერთობლივი დასვენების ფოტოები გააზიარეს, რომელიც მონტენეგროში, ზაფხულის მზე და ზღვის ფონზე, რომანტიკულ განწყობაში გაატარეს.
სურათებზე წყვილი იღიმის და ერთმანეთს ნაზად ეხუტება. ერთ-ერთ ფოტოზე ლეპსი ავრორას შუბლზე ეფერება კოცნით, რამაც გამომწერებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. პოსტს თან ახლდა ირონიული წარწერა — „Russo turisto“.
სოციალურ ქსელებში გრიგორი და ავრორა საკმაოდ აქტიურად აზიარებენ ერთობლივ ყოველდღიურობას. ცოტა ხნის წინ, კიბამ თავის ინსტაგრამზე ახალ სელფის ფოტო გამოაქვეყნა ლეპსთან ერთად და აღნიშნა, რომ ამ ფოტოს დედას გაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გასულ წელს გამოაცხადა და მათი სიყვარული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა — პირველ რიგში, დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო. თუმცა მათ ეს არასდროს უქმნიდა უხერხულობას. პირიქით, წყვილი უკვე ქორწინებასაც გეგმავს. ავრორა კი გულახდილად ამბობს, რომ მომავალში ორი შვილის დედობაც სურს.
რაც შეეხება საზოგადოების კრიტიკას, ავრორა მას იუმორით პასუხობს და მტკიცედ იცავს პირად ბედნიერებას. როგორც ჩანს, ამ ისტორიაში ასაკი მხოლოდ ციფრებია.