როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2025-07-21 12:39:05+04:00

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. პარალელურად, იმ ტესტებს, რომლებიც აბიტურიენტებმა უკვე დაწერეს, აქტიურად ამოწმებენ. პროცესის დასრულების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტებს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებთ, როდის ნახავენ საკუთარ შედეგებს.

შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, პირველადი შედეგები აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, ეტაპობრივად, მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

დეტალურ ინფორმაციას ცენტრი ვებგვერდზე წინასწარ გამოაქვეყნებს.

თამარ იაკობაშვილი