ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ და სრულიად დამოუკიდებლად იკვალავენ გზას. მხოლოდ ვივიენია ჯერჯერობით კინოინდუსტრიაში და დედის ერთგვარი ასისტენტის როლს ასრულებს ხოლმე. დანარჩენები კი სხვა გზით წავიდნენ.
წყვილის ბიოლოგიური შვილებიდან შაილო რა ხანია ცეკვით არის გატაცებული და მისი ცეკვის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს. ნოქსი კი ბოლო დროს სულ უფრო მეტ დროს ატარებს კრივის დარბაზში და გამუდმებით ვარჯიშობს. პაპარაცებმა არაერთხელ აღბეჭდეს ფირზე ნოქსი მისი საყვარელი საქმიანობისას.
ბიჭი უკვე ასპარეზობებზეც გამოდის.