რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ქალიშვილის ოთხდღიანი ქორწილი ყაზბეგში - ტრადიციული სამოსით და ცეკვებით, ბევრი სტუმრით და მხიარულებით (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ქალიშვილის ოთხდღიანი ქორწილი ყაზბეგში - ტრადიციული სამოსით და ცეკვებით, ბევრი სტუმრით და მხიარულებით (ფოტო+ვიდეო)

2025-07-22 10:07:15+04:00

რუსეთში ცნობილი და გავლენიანი ქართველი ბიზნესმენის, კომპანია „ბოსკოს“ და „გუმის“ დირექტორის თეიმურაზ გუგუბერიძის ქალიშვილმა სოფიამ ოცნების ქორწილი მოაწყო - ხალხური ცეკვებით, მუსიკით და საქმროსთვის სიურპრიზით. ზეიმი ყაზბეგში გაიმართა და ოთხი დღე გაგრძელდა.

ძირითადი ზეიმი ღია ცის ქვეშ მოეწყო, ქორწილის ცერემონიაც, ხალხური ცეკვებიც და ევროპული საღამოც. გოგონამ რამდენჯერმე გამოიცვალა სამოსი, თავად იცეკვა და იმღერა კიდეც.

716x1116-0xkkd3n0um-1260358024611298634-1753168994.jpg

732x1116-0xqly3nmtw-2144442867059583100-1753168995.jpg736x1116-0xs0kemicb-7553893004090880105-1753168995.jpg

674x1116-0xxqhag20i-9195743210971849469-1753168994.jpg

ზეიმი ეროვნულ სტილში იყო გაფორმებული. ქორწილის ორგანიზატორებმა ყველა დეტალზე იზრუნეს. ერთ-ერთი დღე ღია ცის ქვეშ ბუფეტით დაიწყო, სადაც სტუმრებისთვის მწვანე ბალახზე ხალიჩები იყო გაშლილი.

სოფიას ქართველი მეუღლე გიორგი სადღესასწაულო შოუს არ ჩამორჩა. მან საყვარელი ადამიანისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მოგვიანებით, ახალდაქორწინებულებმა ერთად იცეკვეს ცოცხალი მინი-ორკესტრის თანხლებით.

523107972-18515762500004367-1256220745174136320-n-1753168997..jpg

original-2-1753168998.webporiginal-1-1753168998.webp

original-1753168998.webp

1174x1116-0xcd2axtuy-1000565207168779316-1753168997.jpg
სიძე-პატარძალი მშობლებთან ერთად

1106x1116-0xqab8jbos-1210912016924077302-1753168997.jpg

866x1116-0xrkpkxbkh-4767451423384465839-1753168997.jpg
თეიმურაზ და სოფია გუგუბერიძეები

852x1116-0xrwbuqinn-1246341076709238781-1753168996.jpg776x1116-0xfi4lsdpk-0011064436403897365-1753168996.jpg772x1116-0xbxzab5na-0209696872479141173-1753168996.jpg764x1116-0xn1adg0qx-6180113511726122527-1753168996.jpg760x1116-0xah17zzkk-2967290487143536775-1753168996.jpg726x1116-0xmbmb9yxr-9465380744388997038-1753168995.jpg746x1116-0xi6wbn8ml-0602055466411041028-1753168995.jpg

696x1116-0xuipf7rrw-9242536879223990836-1753168994.jpg
სოფია დედასთან ერთად

520760079-18518955232041481-2384651309814702289-n-1753168997..jpg520758992-18518955904041481-3480449183047782371-n-1753168997..jpg720x1116-0x0k3h8b2w-3557152316595443981-1753168995.jpg

საღამოსთვის სტუმრები შენობაში გადავიდნენ, სადაც ზეიმი უფრო ოფიციალურ ატმოსფეროში გაგრძელდა. სცენაზე პროფესიონალმა არტისტებმა ქართული მუსიკა და ცეკვები შეასრულეს. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მომენტი სოფიას შესრულება იყო. პატარძალმა წითელი ეროვნული სამოსი ჩაიცვა და სტუმრების წინაშე იცეკვა.

750x1116-0xhvkkdgeq-5141211004142791157-1753168996.jpg

ზეიმზე არა მხოლოდ ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ, არამედ პატარძლის მეგობრებიც, მათ შორის - ანკა ციციშვილი, რომელთან ერთადაც სოფიამ თბილისში კონცეპტუალური მაღაზია IERI დააარსა.

714x1116-0xgt2gvv1u-7982828686279393372-1753168994.jpg

სხვათა შორის, სოფიას წინასაქორწინო წვეულებაც ძალიან ხმაურიანი იყო - ის მაროკოში, მარაქეშში გაიმართა, სადაც ბიზნესვუმენმა მომავალი ქორწილი მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

850x605-0xpwjyy1xv-5917324799433239854-1753169488.jpg

თეიმურაზ გუგუბერიძე პროფესიონალი მოცურავე იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. წლებია გავლენიანი ბიზნესმენია. სოფია ლონდონსა და მონაკოში სწავლობდა და წლების წინ ანკა ციციშვილთან ერთად დააარსა დიზაინერული კონცეპტუალური მაღაზია.