ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ზღვის სანაპიროზე დამშვიდებული ტალღების ხმა ისმის და მზის სხივები რბილად ეხება კანს, კითხვას სრულიად ახალი ხიბლი ემატება — ზღვის ნიავი განწყობას აუმჯობესებს, ხოლო წიგნი იქცევა საუკეთესო თანამგზავრად განტვირთვისთვის.
სანაპიროზე კითხვა გეხმარება გათიშო ყოველდღიური ფიქრები და მთლიანად გადაეშვა სხვა სამყაროში. რეკომენდებულია მსუბუქი, მარტივად საკითხავი ჟანრები — რომანტიკული ისტორიები, ფსიქოლოგიური ტრილერები, იუმორით სავსე მოთხრობები, ან ინსპირაციული ბიოგრაფიები, რომლებიც გამოტივირებს და ამავდროულად, განტვირთვაშიც გეხმარება.
კარიბული საიდუმლო - აგათა კრისტი
ლურჯი ზღვა, მზე, კომფორტული ბუნგალო, ხასხასა მწვანე პალმები, ფერადკენჭებიანი პლაჟი, ყველა ღიმილად იღვრება... პირდაპირ სამოთხეა! სხვა რაღა უნდა ინატრო კარგად დასასვენებლად? მაგრამ მაინც მოწყენილობაა! სხვა საქმეა მის მარპლის პატარა სოფელი, სენტ-მერიმიდი, იქ ცხოვრება დუღს, იმდენი საინტერესო რამ ხდება, აქ კი რა უნდა გააკეთოს?! არადა, ცდება სათნო და ჭკვიანი მოხუცი, თურმე ამ სამოთხეშიც ბობოქრობს ვნებები და ხდება სასტიკი მკვლელობები.
სექსი დიდ ქალაქში - ქენდის ბუშნელი
როგორია სექსი დიდ ქალაქში? ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? "სექსი დიდ ქალაქში" - მრავალი ემის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის "სექსი დიდ ქალაქში" მიხედვით შეიქმნა. წიგნი პირველად 1997 წელს გამოიცა და უკვე 33 ენაზეა ნათარგმნი.
მოახლე - ფრიდა მაკფადენი
„მოახლე“ არის დაძაბული, მოულოდნელი სიუჟეტით სავსე ტრილერი, რომელიც ბოლო გვერდამდე სუნთქვაშეკრულს გამყოფებთ. მილა ახალი სამსახურის დაწყების იმედით მოდის მდიდარ ოჯახში მოახლედ. მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ატარებს მისტერ და მისის ვინჩესტერების სახლში, მით უფრო ეჭვს იწვევს იქაური წესები: ოთახში, სადაც უნდა ცხოვრობდეს, მხოლოდ შიგნიდან იკეტება; ოჯახის ქალბატონი მისდამი ცივადაა განწყობილი; და პატარა გოგონა, რომლის მოვლა მილას ეკისრება, სრულიად უცნაურად იქცევა. დროთა განმავლობაში მილა ხვდება, რომ ამ სახლში არაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. კითხვები კედლებს მიღმა იმალება... და როდესაც სიმართლეს მიუახლოვდება, მან უნდა აირჩიოს: გადარჩეს და გაიქცეს თუ ბოლომდე გაუძლოს შოკისმომგვრელ აღმოჩენებს.
მეტამორფოზი - ფრანც კაფკა
ერთ დილას გრეგორ ზამზა იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ მწერად გადაიქცა. მის გარშემო სამყარო უცვლელია, მაგრამ თვითონ – სავსებით უცხო არსება გახდა. კაფკას ეს ბრწყინვალე ნოველა ერთდროულად აბსურდულია და რეალისტური, სევდიანი და ირონიული. „მეტამორფოზი“ არ არის მხოლოდ ფანტასტიკური ამბავი; ეს არის ღრმა ალეგორია ადამიანის თვითშეგრძნებაზე, ეგზისტენციალურ ერთობაზე და საზოგადოებაში ინდივიდის როლზე.
იკიგაი - ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
ზაფხული — ახალი ისტორიებისა და დაუვიწყარი მოგონებების დროა. როცა თბილი დღეები მოგზაურობას, დასვენებასა და შთაგონებას გპირდებიან, „ბიბლუსი“ ის ადგილია, სადაც ყველაფერი გელოდება, რაც ზაფხულს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
წიგნები — რათა ზღვის ხმაურის ფონზე შენმა ფანტაზიამ შორეულ ქვეყნებში გაცუროს.
სამაგიდო თამაშები — ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოებისთვის.
და უამრავი სხვა საინტერესო ნივთი — რაც ზაფხულს უფრო ფერადს, სასიამოვნოსა და ხალისიანს გახდის.
გადაფურცლე ზაფხული „ბიბლუსთან“ ერთად — აქ ყოველი დღე ახალ ამბავს ჰყვება!
R