ნანი ბრეგვაძის 89-ე დაბადების დღე - წვეულება ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში (ვიდეო) - მშობლები

ნანი ბრეგვაძის 89-ე დაბადების დღე - წვეულება ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში (ვიდეო)

2025-07-22 12:58:08+04:00

ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე 89 წლის გახდა. 21 ივლისს დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. შვილიშვილის მიერ მირთმეულ ტორტზე სანთლებიც ჩააქრო და წვეულებაზე იმღერა კიდეც.

ნანი ბრეგვაძე ადრეული ახალგაზრდობიდან არის სცენაზე. 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წელს პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980-იანი წლებიდან სოლოკარიერა დაიწყო.

2000 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვლავი.

518374609-728735553132506-4685616895777136288-n-1753175334.jpg480202404-615189964487066-47379652336772623-n-1753175334.jpg

nan-1753175334.jpg