90-იან წლებში მაკოლეი კალკინი მსოფლიომ გაიცნო — ფილმმა "მარტო სახლში" ბიჭუნა ერთ დღეში ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. თუმცა, დიდების ვარსკვლავი მალე ჩაქრა. მაკოლეის მამა, კრისტოფერ კალკინი, რეჟისორებს სთხოვდა, რომ ფილმებში მხოლოდ მის ვარსკვლავ შვილს კი არა, მთელ ოჯახს მიეღოთ მონაწილეობა — კრისტოფერს შვიდი შვილი ჰყავდა.
რეჟისორებმა ვერ დააკმაყოფილეს ეს პრეტენზია — კრისტოფერის სხვა შვილებს მაკოლეის ხიბლი არ ჰქონდათ. მალევე მაკოლეიც გაქრა ეკრანებიდან, თუმცა საზოგადოებას მის მიმართ ინტერესი მაინც შერჩა. ასევე ბევრს აინტერესებს, ვინ არის მისი და-ძმა და როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება.
შეინ კალკინი — 48 წლის
შეინი კალკინების პირველი შვილია. 1976 წელს დაიბადა და 1988 წელს ლინკოლნის ცენტრში სპექტაკლში ითამაშა. რამდენიმე სერიალშიც გამოჩნდა, თუმცა კარიერა არ განუვითარებია და დღეს საჯარო ცხოვრებას არ ეწევა. მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.
ჯენიფერ ადამსონი — გარდაიცვალა 29 წლის ასაკში
ჯენიფერი მაკოლეის ნახევარდა იყო — კრისტოფერ კალკინის წინა ქორწინებიდან. ჯენიფერი 1970 წელს დაიბადა და 2000 წლის 20 მაისს, 29 წლის ასაკში, ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო მთელი ოჯახისათვის.
დაკოტა კალკინი — მაკოლეის უახლოესი და
დაკოტა 1978 წელს დაიბადა და ბავშვობიდანვე მშვიდი და მოკრძალებული იყო. მსახიობობა არ უნდოდა, თუმცა კინოში მუშაობაზე ოცნებობდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იმუშავა ფილმზე, როგორც მხატვარმა.
2008 წლის 10 დეკემბერს დაკოტა ლოს-ანჯელესში მანქანამ გაიტანა. მაკოლეი კალკინი ამბობს, რომ ამ დარდს ვერასდროს შეეგუება და შვილს დის სახელი დაარქვა.
კირან კალკინი — ყველაზე წარმატებული ძმა
კირანი მაკოლეის უმცროსი ძმაა. 1982 წელს დაიბადა და პირველად ეკრანზე მაყურებელმა „მარტო სახლში“ ნახა — ის სათვალიანი ბიჭია, რომელიც ბიძაშვილ კევინთან ერთად თამაშობს.
2023 წელს მიიღო „ემის“ პრემია, ხოლო 2025 წელს — ოსკარი მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის ფილმში „ნამდვილი ტკივილი“.
კირანი 2012 წელს დაქორწინდა ჯაზ ჩარტონზე. მათ ორი შვილი ჰყავთ — ქალიშვილი კინსი და ვაჟი უაილდერი.
ქუინ კალკინი — მოკლე ეკრანული გზა და პირადი ბედნიერება
ქუინი 1984 წელს დაიბადა. ბავშვობაში რამდენიმე ფილმში ითამაშა.საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, თუმცა 2023 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივნის ცერემონიალზე იხილეს. იმავე წელს გამოაცხადა, რომ ალკორნ მაინორზე დაინიშნა.
კრისტიან კალკინი
კრისტიანი 1987 წელს დაიბადა და მცირე როლი შეასრულა ფილმში „ჩემი ზაფხულის ისტორია“, მაგრამ მსახიობობა მალევე მიატოვა. საჯარო ცხოვრებას არ ეწევა.
რორი კალკინი — კვლავ მსახიობი, მაგრამ ჩრდილში
რორი, კალკინების ყველაზე პატარა ძმა, 1989 წელს დაიბადა. ბავშვობაში მასში მაკოლეის გარეგნული მსგავსება იგრძნობოდა, რაც როლების მიღებაში დაეხმარა. დღესაც მსახიობია,, თუმცა არც თუ წარმატებული.
2018 წელს ცოლად შეირთო თავისი რჩეული, სარა სკრივნერი.