მზისგან მიღებული დამწვრობა უდიდესი სტრესი და რისკია როგორც ზრდასრულის, ასევე ბავშვისთვის, რომელიც კიდევ უფრო დაუცველია UVA/UVB სხივების მიმართ. მცირეწლოვანმა ბავშვმა ეზოში თამაშის დროსაც კი შეიძლება მიიღოს დამწვრობა, სანაპიროზე, პირდაპირი მზის სხივების ქვეშ კი ის კიდევ უფრო დაუცველია. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ქოლგა ვერც ჩვენ და ვერც ბავშვებს ვერ დაიცავს მზისგან, რადგან მას მხოლოდ 3-10 SPF აქვს, რაც საკმარისი არ არის UVA/UVB სხივების გასაფილტრად. შესაბამისად, ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როგორც ჩვენ, ისე ბავშვებმა მზისგან დამცავი საცხები ანუ „კანის მაშველები“ გამოვიყენოთ.
https://www.youtube.com/watch?v=tDLg-w37nP0
ქოლგა ვერ გვიცავს დამწვრობისგან
მზის დამწვრობამ შეიძლება პიგმენტური ლაქები, ინფექციები და კიდევ უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის ქრონიკული დაავადებებიც კი.
რა მეთოდებს შეიძლება მიმართოთ ბავშვის მზის დამწვრობისგან დასაცავად?
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავის საუკეთესო ფორმულა ბავშვისთვის?
დერმატოლოგიური ბრენდები მზისგან დამცავი საშუალებების ხაზს ცალკე ქმნიან ბავშვებისთვის, რომლებიც უფრო მგრძნობიარეები არიან UVA/UVB სხივების მიმართ. მათი ფორმულები განსხვავდება ზრდასრულისთვის განკუთვნილისგან. მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის მზისგან დამცავი არ შეიცავდეს ალკოჰოლს, რომელიც გამოუშრობს კანს და კიდევ უფრო დაუცველს გახდის მას.
გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ფორმულას:
ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „ბიოდერმას“ საბავშვო მზისგან დამცავის უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კანის უჯრედების ოპტიმალურ დაცვას ხანგრძლივი დროით. ანტი UVA და UVB ფილტრის სისტემა უსაფრთხოდ და ეფექტიანად იცავს ბავშვის ნაზ კანს, არ შეიცავს ალკოჰოლსა და პარფიუმს, იდეალურია ატოპიური კანისთვისაც კი, არის არაკომედოგენური, წყალგამძლე და ფოტომდგრადი.
მაქსიმალური ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, ის უხვად დავიტანოთ კანზე და განვაახლოთ ყოველ 2 საათში ერთხელ.
გერმანული დერმატოლოგიური ბრენდის „სებამედის“ ამ მზისგან დამცავის გამოყენება შეგვიძლია სახეზეც და სხეულზეც. მისი ფორმულა იდეალურად თავსებადია ბავშვის კანთან, მდგრადია წყლის მიმართ და შეიცავს ისეთ აღმდგენ ვიტამინებს, როგორიცაა B5 და E.
არის უსაფრთხო და დერმატოლოგიურად ტესტირებული.
პოლონური ბრენდის - „ფარმაცერისის“ ეს მზისგან დამცავი ფორმულა დამზადებულია ევროკავშირის რეგულაციების სრული დაცვით, გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და თავსებადია ნებისმიერი ტიპის კანთან, მათ შორის მგრძნობიარესთან და ატოპიურთან.
მისი გამოყენება რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან. დამცავში შემავალი ზეთებისა და ვიტამინების კომბინაცია უზრუნველყოფს კანის ადეკვატურ დატენიანებას, არის წყალგამძლე და მარტივად შეიწოვება კანზე, ცხიმიანი კვალის დატოვების გარეშე. შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ.
გახსოვდეთ, რომ ქოლგა, ქუდი და სათვალე არ გვიცავს დამწვრობისგან და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ყველაზე ეფექტიანი დაცვის საშუალება SPF-ია, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რომელთაც უფრო მგრძნობიარე კანი აქვთ და ადვილად შეიძლება მიიღონ მაღალი ხარისხის მზის დამწვრობა. მათ კანს დაცვა სჭირდება როგორც ჩრდილში, ისე მზეზე.