დარია სუხიშვილის დებიუტი სცენაზე - მოცეკვავეების დინასტიის წარმომადგენელი სიმღერას ამჯობინებს (ვიდეო) - მშობლები

დარია სუხიშვილის დებიუტი სცენაზე - მოცეკვავეების დინასტიის წარმომადგენელი სიმღერას ამჯობინებს (ვიდეო)

2025-07-23 11:08:33+04:00

თაკარას სცენაზე დარია სუხიშვილის დებიუტი შედგა. გოგონა მამამ - ილიკო სუხიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. როგორც აღმოჩნდა, მოცეკვავეთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელს უფრო სიმღერა ხიბლავს. დარიას გამოსვლას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.

როგორც ცნობილია, ილიკო სუხიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. დარია პირველ ქორწინებაში შეეძინა - რუსეთში სწავლისას რუს გოგონაზე იქორწინა, თუმცა მალე დაშორდა. დარია საქართველოში გაიზარდა და ნინო სუხიშვილი აღნიშნავს ხოლმე ინტერვიუებში, რომ ფაქტობრივად მან გაზარდა.

0fe4b250bf878a11d05598e92d-78836-1753255796.jpg

snapinsta-1678357060-1753255797.app_1080_315189703_602980138269324_6416164889912068683_n.jpg

მეორედ ილიკო ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე დაქორწინდა. თუმცა ეს ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა - 2001 წლის აგვისტოში ანსამბლი გასტროლზე ვენესუელაში იმყოფებოდა, სადაც 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა, თუმცა წლების წინ გაიგო საზოგადოებამ მისი მეორე შვილის - ლიზას შესახებ, რომელიც ასევე რუსეთში დაიბადა.

2-78866-1753255797.jpg

iliko-1678356512-1753255797.jpg

e9e611d60ab7c9632256878b8d0d1c1c-1678356456-1753255797.jpg

"მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან... - ამბობს ნინო სუხიშვილი, - ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“.

451496992-7971585449596915-6244153419911811209-n-78813-1721332130-1753255797.webp