სავაჭრო ცენტრ "ჰუალინგის" შიდა ტერიტორიაზე 4 წლის ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც ცნობილია, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
"ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრში ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა და ადმინისტრაცია ამბით შეძრწუნებულია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ. "ჰუალინგის" ადმინისტრაცია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ასევე, ოჯახთანაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი რაც შეიძლება, მალე გამოჯანმრთელდება." - გვითხრეს სავაჭრო ცენტრ "ჰუალინგში".
ინფორმაციას, თუ რომელ კლინიკაშია ბავშვი გადაყვანილი და როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვაზუსტებთ.
თამარ იაკობაშვილი