რა მოხდება, როცა ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უცნობმა მილიარდელმა მთელი ქონება უანდერძა? - და ეს მხოლოდ დასაწყისია!
ჯენიფერ ლინ ბარნსის „მემკვიდრეობის თამაშები“ ოთხი წიგნისაგან შედგება და 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ესაა თავსატეხებით, გამოცანებით, დაბრკოლებებით სავსე ამბავი, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული და სადაც ინტრიგის ქსელი სულ უფრო და უფრო იზრდება.
მემკვიდრეობის თამაშები - როცა ყველაფერი თავდაყირა დგება
ეივერი გრემბსის ცხოვრება საშინლად რუტინულია, ისეთი, არც ერთი თინეიჯერი რომ არ ინატრებს: სკოლა, სტიპენდიის მოპოვებაზე დარდი და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა - მის ცხოვრებაში არც ფერებია და არც თავგადასავლები.
თუმცა, ერთ დღეს, როდესაც სრულიად უცნობი მამაკაცი, ტობიას ჰოთორნი ეივერის მთელ თავის ქონებას უანდერძებს, გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება.
ეივერი ჰოთორნების უზარმაზარ სახლში გადადის, შენობაში, სადაც ყოველ ოთახს საკუთარი ისტორია, საკუთარი საიდუმლო აქვს, ყოველ კუთხეში ფარული კარი, ხოლო ყოველ ნაბიჯზე ახალი თავსატეხი ხვდება. და რაც ყველაზე რთულია, მას ბაბუის ანდერძით იმედგაცრუებულ ოთხ ჰოთორნთან ერთად უწევს ცხოვრება.
გრეისონ ჰოთორნი დარწმუნებულია, რომ ეივერი თაღლითია. მისი ძმა, ჯეიმსონი კი ეივერის ბაბუის ბოლო თავსატეხად აღიქვამს – ცნობისმოყვარეობით სავსე მისტერიად, რომლის ამოხსნაც ასე ძლიერ სურს.
როგორ უნდა გადარჩეს ეივერი ასეთ მტრულ გარემოში?
ჰოთორნების მემკვიდრეობა: საიდუმლო ღრმავდება
მეორე წიგნი ზუსტად იქიდან იწყება, სადაც პირველი მთავრდება – დეენემი გაკეთებულია! ეივერის არანაირი ნათესაობა არ აკავშირებს ჰოთორნებთან!
მაგრამ, რაღაც ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს... ეივერის უფრო მეტი აკავშირებს ჰოთორნებთან, ვიდრე ქონებაა. ეივერი თანდათან უფრო და უფრო მეტ კავშირს პოულობს ტობიას ჰოთორნთან, თუმცა ამის გამხელა არ შეუძლია.
ეივერი ებმის თავსატეხების ახალ ქსელებში, მაგრამ არც ჰოთორნები არიან მშვიდად.
ამდენს ვეღარ მოითმენენ, გოგონა სამუდამოდ უნდა გაქრეს მათი ცხოვრებიდან... ნებისმიერ ფასად!
რატომაა ეს სერია იდეალური საზაფხულო საკითხავი?
„მემკვიდრეობის თამაშები“ თბილისის წიგნის ბაზრობაზე შევიძინე, „ჰოთორნების მემკვიდრეობა“ კი სოფლისაკენ მიმავალ გზაზე. ორი დღეა აქ ვარ და ვერც კი გავაცნობიერე ისე შემომეკითხა ორივე წიგნი ამ ორ დღეში“ - აცხადებს ლიბერთინსელი ანა კაპანაძე.
მემკვიდრეობის თამაშების სერია დაახლოებით „ჭორიკანასა“ და „მუქარის“ ნაზავს წარმოადგენს. ავტორის არაჩვეულებრივი წერის მანერა, ზუსტად რომ ფილმის კადრივით გადაგიშლით თითოეულ ეპიზოდს და გააცოცხლებს თქვენს წარმოსახვაში.
ეს წიგნები იდეალურია იმათთვის, ვინც უყვარს:
არ დაგავიწყდეთ, რომ ჯენიფერ ლინ ბარნსის ერთგულ მკითხველებს პალიტრა L-ის ლიბერთინსის სერია სულ მალე სერიის მესამე წიგნითაც გაგახარებთ.
"გამოიზაფხულე პალიტრა ლ-თან ერთად" და ჩაერთეთ ეივერის მემკვიდრეობით თამაშებში!
R