„მკურნალი Community”  - საღამო რჩეული ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის. - მშობლები

„მკურნალი Community”  - საღამო რჩეული ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის.

2025-07-23 17:28:35+04:00

17 ივლისს, “Askaneli Falestra“-ში განსაკუთრებული ღონისძიება „მკურნალი Community“ გაიმართა, რომელმაც სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, ექიმები და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორები გააერთიანა. გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც დერმატოლოგმა ვერიკო აბრალავამ ისაუბრა მზისგან დამცავ საშუალებებზე, ხოლო ოფთალმოლოგ-ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა – „ავერსის კლინიკაში“ რეფრაქციული ქირურგიის შესაძლებლობებზე.

ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო „მკურნალი ქომუნითის“ რჩეული ექიმების დაჯილდოება :

  • კახა ქუნთელია – სისხლძარღვთა ქირურგი

kaxa-1753277669.jpg

  • ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი

bizina-1753277668.jpg

  • თამარ მელქაძე – კლინიკური ონკოლოგი

tamar-1753277669.jpg

  • ლევან ნაჭყებია – ორთოპედ-ქირურგი

nachkeb-1753277669.jpg

  • გუგა ქაშიბაძე – პლასტიკური ქირურგი

guga-1753277669.jpg

  • საგანგებო ჯილდო გადაეცა ბატონ არსენ გვენეტაძეს – „მკურნალის” მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

საღამოს დასასრულს გაიმართა გათამაშება, სადაც უამრავი სტუმარი დასაჩუქრდა „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიებისგან.ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: ავერსი ფარმა და ავერსის კლინიკა.

ხოლო მხარდამჭერები იყვნენ:

  • ასკანელი ფალესტრა
  • „პაბელონი“ — ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდი
  • ტაპი რუჟი TapisRouge – ბუტიკური ტიპის სასტუმრო ბათუმში
  • „დოლსი“ – ყავის აპარატების და ყავის მწარმოებელი ბრენდი.
  • „დრიმი ჯორჯია“
  • „ერგოლაინი“
  • „ისი პარი“
  • სპა ცენტრი „სამ რაანი“
  • გიორგი უშიკიშვილისშატო მარანი
  • „ასკანელის“ პარტნიორი კომპანია „კანტი“
  • აჰავა
  • ონიაგრინი

და სხვა პარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს და საზეიმო განწყობა შექმნეს.

ღონისძიება დასრულდა ფურშეტითა და ცოცხალი მუსიკით.

საღამოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღირებულება იყო გარემო, რომელმაც შესაძლებლობა მისცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არაოფიციალურ გარემოში გაეგრძელებინათ.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ „მკურნალი ქომუნითი“ არა მხოლოდ „მკურნალის“ პლატფორმების ერთიანობაა; ეს არის პროფესიონალთა მზარდი საზოგადოება, რომელსაც საერთო ხედვა, ღირებულებები და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა აერთიანებს.

R