როგორ გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული ისე, რომ პესტიციდები მოვაშოროთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - მშობლები

როგორ გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული ისე, რომ პესტიციდები მოვაშოროთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

2025-07-24 11:07:49+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, თუ როგორ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენი სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოვაშოროთ:

-აიღეთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მარწყვი განვიხილოთ. წყლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ. ძმარს ნუ დაამატებთ. ძმარი პესტიციდებს არ მოაშორებს. დაამატეთ საკვები სოდა. 1 ლიტრს წყალზე 1 სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ამის შემდეგ ეს ყველაფერ კარგად მოურიეთ, დაახლოებით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაღვარეთ, გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში, გადმოიტანეთ თასიდან, გააშრეთ და მიირთვით.

საქმე ისაა, რომ საკვები სოდა ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირზე არსებულ მჟავა ბუნების ნივთიერებებზე რეაგირებს. ამ შემთხვევაში, პესტიციდებთან. მათ წყალში ხსნადს გახდის და ასე მოშორდება. თუ თქვენ ხილსა და ბოსტნეულს მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით გარეცხავთ, მას პესტიციდების 20-40% მოშორდება. დანარჩენი ზედაპირზე კვლავ დარჩება და თქვენს სხეულში გადავა. ამიტომაცაა, მნიშვნელოვანი, რომ ამ მეთოდით გარეცხოთ.