ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, ნინი ბადურაშვილი,მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მისი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრება ხშირად ხდება განხილვის საგანი. მომღერალმა ცოტა ხნის წინ, რადიო "ფორტუნა პლუსის"ეთერში, პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მისი "მარტოობა დასრულდა“.
მედიის ინტერესი ნინი ბადურაშვილის მიმართ არასდროს ნელდება, რასაც ხშირად მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ჭორი თუ გამოგონილი ამბავი. თავად ნინიც აღნიშნავს, რომ მის შესახებ არაერთ "კომიკურ" სათაურს წააწყდა წლების განმავლობაში, რაც მის პოპულარობასა და საზოგადოების ინტერესზე მეტყველებს.
"სათაურები უნდა შემეგროვებინა თავის დროზე, მაგალითად, იყო ასეთი: "ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვივით მარტოა“, - განაცხადა მომღერალმა.
თუმცა, ნინი ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ის მარტო აღარ არის და მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის ვინაობის გამხელისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
"მე, ზოგადად, პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა, „მინდვრის თაგვივით“ მარტო აღარ ვარ. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ და ვნახოთ“, - თქვა ნინი ბადურაშვილმა. განაგრძეთ კითხვა