როცა ირგვლივ ყველა გაციებულია, თავად კი ვირუსის "აკიდების" არანაირი სურვილი არ გაქვთ როცა ირგვლივ ყველა გაციებულია, თავად კი ვირუსის "აკიდების" არანაირი სურვილი არ გაქვთ, ორგანიზმს თავადაც უნდა დაეხმაროთ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. გთავაზობთ უებარ საშუალებას, რომელსაც სახლის პირობებშიც დაამზადებთ და დამცავ სისტემასაც გაიძლიერებთ. ეს ნარევი ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება და სასიამოვნო გემოც აქვს.
ამ ნაზავის ინგრედიენტების - იმბირის (კოჭას), ლიმონის და თაფლის რეგულარული გამოყენება არა მარტო გაციებისგან იცავს, არამედ ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, გონებრივ მუშაობას და ფიზიკურ ძალებს ააქტიურებს. ასევე ხელისშემწყობია გახდომისთვის, ერთი სიტყვით, ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირია.
ინგრედიენტები:
იმბირის ფესვები (კოჭა) – 120 გრ.
ლიმონი - 4 ცალი
თაფლი - 150 მლ.
გაასუფთავეთ კოჭას ფესვები და გახეხეთ. ლიმონს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით. შეურიეთ კოჭას მასას და ბლენდერში ათქვიფეთ. დაამატეთ თაფლი (შეგიძლიათ რეცეპტის დოზაზე ოდნავ მეტიც იყოს), ჩაასხით ქილაში და მაცივარში შედგით.
მიიღეთ დღეში ერთი სუფრის კოვზი და შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ. შეგიძლიათ ნარევი ჩაიშიც ჩაასხათ - არომატსაც შესძენს და არც თვისებებს დაკარგავს.