ჯენიფერ ლოპესი 56 წლისაა - ვარსკვლავის პირველი დაბადების დღე ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ - მშობლები

ჯენიფერ ლოპესი 56 წლისაა - ვარსკვლავის პირველი დაბადების დღე ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ

2025-07-24 12:05:15+04:00

24 ივლისს ჯენიფერ ლოპესი 56 წლის გახდა. მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც მსოფლიო ტურნეზე იმყოფება, განქორწინების შემდეგ პირველი დაბადების დღე თურქეთში, თავის გუნდთან ერთად აღნიშნა.

ლოპესი წვეულებაზე მისი ახალი ტრეკის, Birthday-ს, თანხლებით, ტანზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა. ჯეი ლო დაბადების დღის ტორტის გარშემო ცეკვავდა, მოცეკვავეების, მუსიკოსების და სხვა თანამშრომლების გარემოცვაში.

original-1-1753344604.webp

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე უფროსისთვის. და ის 27 წლის გოგოსავით გამოიყურება. გილოცავ დაბადების დღეს, ჯენიფერ“, - მიულოცა მომღერალს მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

original-2-1753344604.webporiginal-3-1753344604.webp

ჯენიფერ ლოპესმა თავისი ბოლო, 55-ე დაბადების დღე ბენ აფლეკის გარეშეც აღნიშნა, მაგრამ იმ დროს ისინი ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ. აგვისტოში მომღერალმა განქორწინება მოითხოვა.

original-4-1753344604.webp

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ისინი 2000-იანი წლების დასაწყისშიც ხვდებოდნენ და დანიშნულებიც იყვნენ. მსახიობთან ოფიციალურად დაქორწილნებამდე ვარსკვლავი სამჯერ იყო დაქორწინებული. მესამე ქმართან, მარკ ენტონისთან, რომელსაც ლოპესი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ 2014 წელს დაშორდა, მომღერალმა ტყუპი, მაქსი და ემი, გააჩინა.

original-5-1753344604.webp