ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჭოლოკავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რატომ არის ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის კარგი:
- ბავშვებს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურნი არიან, უფრო უკეთესი დასწავლის უნარი აქვთ. ამიტომაცაა, რომ როდესაც პაციენტები მოდიან და დედა ან ბავშვი ცხოვრების რუტინის შესახებ ჰყვება, რომელშიც მხოლოდ სწავლაა, დიდ რეკომენდაციას ვუწევ, რომ აუცილებლად, როგორმე ფიზიკური აქტივობა ჩართონ. ეს თქვენი შვილის ფსიქიკური მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაბალ ფიზიკურ აქტივობასა და შიშებთან და სხვადასხვა ფობიასთან კავშირი დადგენილია. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, შეეცადეთ, რომ როგორმე მისი ფიზიკური აქტივობა უზრუნველყოთ.