„ბიბლუსში“ უცხოენოვან წიგნებზე 35% ფასდაკლება გელოდებათ - შეთავაზება შეზღუდული დროით გაგრძელდება - მშობლები

„ბიბლუსში“ უცხოენოვან წიგნებზე 35% ფასდაკლება გელოდებათ - შეთავაზება შეზღუდული დროით გაგრძელდება

2025-07-24 13:30:52+04:00

„ბიბლუსი“, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელია და ფილიალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს, მომხმარებლებს უცხოენოვან ლიტერატურაზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

„ბიბლუსის“ ფილიალებში სხვადასხვა ენაზე, უმეტესად კი ინგლისურ ენაზე წიგნების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი. უცხოენოვანი გამოცემები წიგნის თაროებზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. თუმცა ბოლო პერიოდში მათი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაზე სხვადასხვა საბავშვო გამოცემის შეძენაც შესაძლებელია. მათ შორის კი ისეთი წიგნებიცაა, რომლებიც ქართულ ენაზე ამ დრომდე არ არის ნათარგმნი.

საზაფხულო აქციის ფარგლებში ფასდაკლებით შეიძენთ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ წიგნებს, მაგალითად, როგორიცაა:

  • Seven Husbands of Evelyn Hugo;
  • They both die at the end;
  • The Forty Rules of Love;
  • The Great Gatsby.

ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის წიგნების უცხო ენაზე კითხვას არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:

  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ენის უნარებს - მკითხველი უკეთესად ხვდება როგორ ხდება სხვადასხვა გრამატიკული წესებისა და ლექსიკური ერთეულების გამოყენების წესებს;
  • აცნობს სხვადასხვა კულტურას - წიგნის ორიგინალ ენაზე კითხვა მკითხველს საშუალებას აძლევს, დაინახოს ავტორის სტილი, იუმორი, მეტაფორები და კულტურული ნიუანსები ისე, როგორც მას ჰქონდა განზრახული და მისი კულტურისთვისაა დამახასიათებელი;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას - უცხო ენაზე კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს და სხვა კოგნიტურ უნარებს;
  • ზრდის თავდაჯერებულობას - რთული ტექსტების უცხო ენაზე კითხვა ადამიანს მეტ თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას მატებს;
  • მკითხველს სიამოვნებას ანიჭებს - საყვარელი ავტორის ან ჟანრის ორიგინალში წაკითხვა განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია.

შეგახსენებთ, რომ უცხოენოვან წიგნებზე ფასდაკლებით ისარგებლებთ როგორც „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ონლაინ.

შეთავაზება შეზღუდული დროით გაგრძელდება.

R