"ქალია თუ კაცი?!", "რას ჰგავს?", "ამხელა კუნთი რად უნდა?!" - მსგავსი კომენტარები იყო. მაშინ ვინერვიულე" - მაკა ხიზანიშვილი მის გარეგნობასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარებზე საუბრობს - მშობლები

"ქალია თუ კაცი?!", "რას ჰგავს?", "ამხელა კუნთი რად უნდა?!" - მსგავსი კომენტარები იყო. მაშინ ვინერვიულე" - მაკა ხიზანიშვილი მის გარეგნობასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარებზე საუბრობს

2025-07-25 10:59:30+04:00

ფიტნეს ინსტრუქტორი, ბოდიბილდერი, მაკა ხიზანიშვილი, გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" საზოგადოების მხრიდან მისი გარეგნობის შესახებ გამოხატული ნეგატიური კომენტარების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სწყინს, როდესაც მამაკაცს ამსგავსებენ:

- პირველად რომელიღაც ჯგუფში ჩემი ფოტო დაიდო. შემთხვევით მეგობარმა ჩამიგდო და მითხრა, ნახე, შენზე რას წერენო. შევედი და საშინელი კომენტარები ვნახე. "ქალია თუ კაცი?!", "რას ჰგავს?", "ამხელა კუნთი რად უნდა?!" - მსგავსი კომენტარები იყო. მაშინ ვინერვიულე. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადაცემაში "სხვა რაკურსი" ვიყავი და გივი სიხარულიძესთან და გია ჯაჯანიძესთან რომ ვიცეკვე. ტიკ-ტოკსა და ფეისბუკზე პატარა ვიდეო დავდე... მეორე დღეს ვიღვიძებ და ეს ვიდეო ყველა პლატფორმას წაღებული აქვს. ყველგან საშინელი კომენტარები იყო. 2300 კომენტარიდან 200 იქნებოდა ნორმალური. დანარჩენი ნეგატიური. ვერ აიტანეს, ასეთი განსხვავებული სხეული რომ მაქვს.

ადრე უფრო ვბრაზდებოდი. ახლა მივეჩვიე. მერე გადავდივარ ხოლმე მათ გვერდებზე, ვინც ასეთ კომენტარებს მიწერს და რომ ვნახულობ, ვხვდები, რომ სწორ გზას ვადგავარ. მათგან ბევრად განსხვავებული და უფრო საინტერესო ცხოვრება მაქვს. შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ შეუმდგარი, დაჩაგრული საზოგადოებაა, რომლებსაც თავიანთი პირადი ცხოვრება არ აქვთ.

ქუჩაშიც გამიგია კომენტარი: "აუ, ნახე, რა ჯანზეა... რომ დაგარტყას, მოგკლავს." ასეთ კომენტარებს აღარ ვაქცევ ყურადღებას. ახლა მიეჩვივნენ და ასეთი გადალაპარაკებები აღარ არის.

შვილსაც არ უნდოდა, შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი... - როგორ დაიწყო ვარჯიში ახალგაზრდა ბებიამ მაკა ხიზანიშვილმა