თუ შორს მიემგზავრები - 5 წიგნი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის - მშობლები

თუ შორს მიემგზავრები - 5 წიგნი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის

2025-07-25 12:50:27+04:00

გადაფურცლე ზაფხული - გვეუბნება „ბიბლუსი“ თავის ახალ კამპანიაში და გვთავაზობს 50%-მდე ფასდაკლებას წიგნებზე, რომელიც ღირებული შენაძენი იქნება ნებისმიერი ჩვენგანის ბიბლიოთეკისთვის.

როცა კითხვა გიყვარს, ყველა დღე ახალ ამბავს გპირდება. ზაფხული კი საუკეთესო სეზონია იმისათვის, რომ დიდი ხნის წინ არჩეული წიგნები შეაგროვო და ერთგვარი ინტელექტუალური დასვენება მოიწყო. მნიშვნელობა არ აქვს, სად გეგმავ დასვენებას, საქართველოში თუ უცხოეთში, ზღვაზე თუ მთაში, წიგნი შენი საუკეთესო თანამგზავრი იქნება.

„ბიბლუსთან“ ერთად გიზიარებთ 5 წიგნს, რომელიც შორ გზას შეგიმოკლებთ და მგზავრობას სასიამოვნოს გახდის. რაც მთავარია, ფილიალებსა და ვებგვერდზე მათ შეძენას საზაფხულო შეთავაზებით შეძლებთ:

  • ჯოჯო მოიესი - ვარსკვლავთ მბოძებელი

ჯოჯო მოიესი ის ავტორია, რომელსაც სულის შემძვრელად გამოსდის სიყვარულსა და თავდადებაზე წერა. ამჯერადაც სიყვარულითა და თავდადებით სავსე წიგნი დაწერა „წიგნის ქალებზე“. ჯოჯო მოიესის რომანი, „ვარსკვლავთა მბოძებელი“, კეთილშობილ, თავდადებულ ადამიანებზე, მათ ბრძოლასა და უდიდეს, უკვდავ სიყვარულზეა, რომელსაც სიძნელეები ვერაფერს აკლებს. რომანი 2019 წელს გამოიცა და შთამაგონებელმა, ადამიანურმა, იმედიანმა ამბავმა სულ მოკლე დროში მოახერხა უთვალავი მკითხველის გულის გათბობა და დიდი აღიარების მოპოვება.

  • რიუნოსკე აკუტაგავა - მოთხრობები

რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედება მე-20 ს.-ის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და უჩვეულო მოვლენად არის შეფასებული.მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა წვდომა,ლაკონური ენა,ნატიფი გემოვნება და მსუბუქი,დახვეწილი იუმორია.მწერალი ცდილობს შეიცნოს ადამიანის სულის უკიდეგანო სამყარო,იპოვოს პასუხები ჭეშმარიტების,მორალის,მარტოობის შესახებ ურთულეს კითხვებზე და ამ პროცესში დიდოსტატურად რთავს მკითხველს.ამ კრებულში შესული თითოეული მოთხრობა შედევრია,რომელიც მოგნუსხავთ.

  • ტრეისი შევალიე - გოგონა მარგალიტის საყურით

ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ნიდერლანდელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. არავინ იცის, ვინ არის აღბეჭდილი ამ ტილოზე, მაგრამ გმირის მონათხრობი იმდენად საინტერესო, ცოცხალი და გრძნობებით დატვირთულია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი მართლაც ასე იყო.

2003 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.

  • იუკიო მიშიმა - გაჭენებული ცხენები

„გაჭენებული ცხენები“ უმნიშვნელოვანესი იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას (1925-1970) ტეტრალოგიის მეორე რომანია. სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების იაპონიაში და მოგვითხრობს ისაო ინუმაზე, გულმხურვალე და იდეალისტ ახალგაზრდაზე, რომელიც შეპყრობილია იმპერატორის ძალაუფლების აღდგენითა და იაპონიის დასავლური გავლენებისგან განწმენდის იდეით. ის სათავეში უდგას შეთქმულებას, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და კორუმპირებული ბიზნესლიდერების დასჯაა.

რომანი ასახავს პატივისცემის, ერთგულების, მოდერნიზაციასა და ტრადიციას შორის კონფლიქტის თემებს. მიშიმა ამ რომანში იკვლევს ინდივიდუალურ იდეალებსა და საზოგადოებრივ რეალობას შორის ბრძოლას, ხაზს უსვამს ქმედებასა და ფიქრს შორის არსებულ კონფლიქტსა და მის ტრაგიკულ შედეგებს.

  • მარგარეტ მიჩელი - ქარწაღებულნი

თუ კლასიკის გადაკითხვა გინდა, ზაფხული ამისთვის საუკეთესო დროა. მარგარეტ მიჩელის „ქარწაღებულნი“კლასიკური ლიტერატურიდან ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქად საკითხავი რომანია.

„ბიბლუსის“ სხვა ფასდაკლებული წიგნების სანახავად მიჰყევითბმულს.

R