ნინი ბადურაშვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ ჰყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, რომლის ვინაობასაც არ ამხელს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სოციალურ ქსელში ფოტოებიც კი გაჩნდა და ამტკიცებდნენ, რომ მათზე ნინი შეყვარებულთან ერთად იყო. მომღერალი თავად გამოეხმაურა და მიმართვა გაავრცელა:
"ახლა რაც შეეხება ჩემს მუდმივ განსჯის საგანს გათხოვება გამოთხოვების შესახებ! ძაან მაგრად დამღალეთ მეც და ხალხიც დაიღალა! თხოვნაა, რომ დაოკდეთ გაუგებარ გვერდებში მომუშავე ადამიანები და შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. თქვენი მიზანია მხოლოდ ის რომ, გამომწერების რაოდენობა გაზარდოთ. ნუ აფრიალებთ სხვადასხვა ადამიანის ფოტოებს, ვითომ ჩემი შეყვარებულია, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ დავწერ ამის შესახებ. მადლობა, ნახვამდის."