იცოდი, რომ ფერებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს? - ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განწყობაზე, ქცევასა და შემეცნებით განვითარებაზე.
თითოეული ფერი ბავშვს სხვადასხვა ასოციაციას უქმნის, ეხმარება სამყაროს შეცნობაში, სხვადასხვა მოვლენისა და საგნის მიმართ განწყობის ჩამოყალიბებაში, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებაში.
ახალშობილები პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერს უმეტესად შავ, თეთრ და ნაცრისფერ ფერებში აღიქვამენ. 2-4 თვიდან უკვე იწყებენ წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი ფერების აღქმას. მკვეთრი ფერები, კონკრეტულად შავი, თეთრი, წითელი და ყვითელი მათ ტვინს ასტიმულირებს და სწრაფად უვითარებს ვიზუალური აღქმის უნარს.
ბავშვი რაც უფრო ფერად გარემოში იზრდება, მით უფრო ცნობისმოყვარე და ყურადღებიანი ხდება. როდესაც წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი და მასთან დაკავშირებული ნივთები ბევრი ფერისგან შედგება, მეტად უჩნდება ბავშვს აღმოჩენების გაკეთების სურვილი, უკეთ სწავლობს სხვადასხვა პატერნს და უმჯობესდება მისი ფოკუსირების უნარი.
ხშირად ფერი პირდაპირ აღვიძებს ბავშვში ემოციებსა და განცდებს. მაგალითად, ისეთი თბილი ფერები, როგორიცაა წითელი, ყვითელი და ფორთოხლისფერი ენერგიაზე მომყვანია; შედარებით ცივი ფერები - ლურჯი, ცისფერი და მწვანე კი - დამამშვიდებელი.
ვარდისფერი ფერი ბავშვებში ხშირად ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან და სიმშვიდესთან.
ახალშობილები და 1-დან 3 წლამდე ბავშვები რა თქმა უნდა, ამ გავლენებს პირდაპირ ვერ ხვდებიან, თუმცა გარემოცვას მარტივად შეუძლია შეამჩნიოს, როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი მათზე.
ფერების აღქმა და გადმოცემა პატარებს მეტყველების დაწყებასა და ლექსიკონის გამდიდრებაშიც ეხმარებათ. როცა ხშირად მივუთითებთ ფერებზე, მაგალითად: „მომაწოდე ლურჯი ბურთი“, „წითელი მაისური გირჩევნია თუ ყვითელი“?, ბავშვები უფრო მარტივად იწყებენ ფერების გარჩევას, მათ ლექსიკონში შემოდის ახალი სიტყვები და უფრო სწრაფად აღიქვამენ სამყაროს.
„ფერებთან თამაში“ კრეატიულობასა და წარმოსახვის უნარსაც ავითარებს. ფერადი ფანქრები, ნახატები, კუბიკები და წიგნები ეხმარება ბავშვს თავისი აღქმების კრეატიულად გადმოცემასა და პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარის განვითარებაში. ფერადი ნივთებით თამაში ასევე მოტორულ უნარებს ავითარებს.
როგორ შევიტანოთ უფრო მეტი ფერი პატარას ცხოვრებაში?
უნდა ვეცადოთ, მისი გარემო რაც შეიძლება ფერადი იყოს. უმჯობესია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, სათამაშოები, მისთვის განკუთვნილი ავეჯიც კი სხვადასხვა ფერის იყოს. ამასთან, შეგვიძლია, მარტივად, მხიარული თამაშებით ვასწავლოთ ფერების გარჩევა. ასევე, თავად შევარჩევინოთ ამა თუ იმ ფერის ტანსაცმელი, ვათქმევინოთ, რომელი ურჩევნია იმ დღეს რომ ჩაიცვას და რატომ. ხშირად ვკითხოთ, რა ფერია ესა თუ ის საგანი, ცხოველი, მცენარე თუ სხვა. მაგალითად, „რა ფერია ბალახი ჩვენს სკვერში?“; „რა ფერებშია ზებრა?“ და სხვა. ასეთი მარტივი კითხვები ბავშვს დაეხმარება გონების გავარჯიშებასა და ფოკუსირებაში.
ფერების ეს „ჯადოსნური“ გავლენა კარგად იციან როგორც სათამაშოების, ასევე საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა და ქმნიან მრავალფეროვან კოლექციებს, რაც ერთი მხრივ კომფორტზე და მეორე მხრივ, ბავშვის განვითარებაზეა გათვლილი.
მათ შორის არის საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „კარტერსი“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან საბავშვო ბრენდებს შორისაა. ამერიკული კომპანია უკვე ათეულობით წელია ქმნის ბავშვზე მორგებულ სამოსსა და აქსესუარებს, რომელშიც სხვადასხვა ფიზიკური და ემოციური კომპონენტია გათვალისწინებული. ფერებიც სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.
R