ასტრონომერის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელიკრისტინ კებოტიპირველად გამოჩნდა ქოლდფლეის "Kiss Cam"-ის სკანდალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ის თანამდებობიდან გადადგა.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ დაადასტურა, რომ 52 წლის დაოჯახებული ქალი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ერთი კვირით ადრე, ბოსტონში, 16 ივლისს გამართულ ქოლდფლეის კონცერტზე, ასტრონომერის აღმასრულებელ დირექტორ ენდი ბაირონთან ერთად ჩახუტებული გამოჩნდა.
"კრისტინ კებოტი აღარ არის ასტრონომერში – ის გადადგა", – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მედიას.
"თუმცა, HR ხელმძღვანელი, როგორც ჩანს, უფრო მეტად ზრუნავს თავისი მცენარეების ჯანმრთელობაზე, ვიდრე საკუთარ ქორწინებაზე, ის ოთხშაბათს, პირველად შენიშნეს 2.2 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში" - წერის უცხოური მედია.
Daily Mail-ის ექსკლუზიურ ფოტოებზე ჩანს რომ ადამიანური რესურსების ყოფილი ხელმძღვანელი მარტოა და მოწყენილია, როდესაც თავისი ორსართულიანი და ოთხ საძინებლიანი ქონების გაზონზე, ნიუ ჰემფშირში ყვავილებსა და ბუჩქებს რწყავს.
ბაირონიც კვირის დასაწყისში გადადგა თანამდებობიდან.
კრისტინი საჯაროდ არ გამოჩენილა ვირუსული ინციდენტის შემდეგ. სახლთან მისასვლელ გზაზე კი გამოჩნდა ახალი ნიშნები „შესვლა აკრძალულია“.
ქალი ფოტოებზე საქორწინო ბეჭდის გარეშეა, რომელსაც მანამდე ატარებდა, მაგრამ საყურადღებოა, ისიც, რომ ბეჭედი არ ეკეთა კონცერტზე.