ქართველი მოფარიკავესანდრო ბაზაძემსოფლიო ჩემპიონია.
თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა.
"ვამაყობ, რომ სირთულეების, ტკივილის და უსამართლობის მიუხედავად არ დანებდი და ყველას აჩვენე რა შეგიძლია.უბრალოდ მადლობა. მიყვარხარ" - ასე ულოცავს სანდროს მისიმეუღლე სალომე გლოველი გამარჯვებას.
"სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი,რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი.
ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდაოა" - ჰყვებოდა 3 წლის წინ სანდრო AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა