"ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ვიცოდი, რომ რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდა, არ ველოდი.... შვილიშვილებით ვცხოვრობ, ესენი მახარებენ, თორემ შვილი რომ გეღუპება, ყველაფერი უფერულდება..." - ხვიჩა კვარაცხელიას ბებია - მშობლები

"ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ვიცოდი, რომ რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდა, არ ველოდი.... შვილიშვილებით ვცხოვრობ, ესენი მახარებენ, თორემ შვილი რომ გეღუპება, ყველაფერი უფერულდება..." - ხვიჩა კვარაცხელიას ბებია

2025-07-26 12:53:19+04:00

ხვიჩა კვარაცხელიას ბებია, იამზე ხვიჩავა, "შუადღის" ეთერში საუბრობს ცნობილ შვილიშვილზე და ბებიობის სიხარულზე - მას ათი შვილიშვილი ჰყავს.

“ზაფხული მიხარია იმიტომ, რომ ესენი ჩამოდიან… რამდენიმე შვილიშვილი ჩემი გაზრდილია. შვილი რომ დამეღუპა, თბილისში ვერ დავდიოდი მაშინ ხშირად, ამიტომ ხვიჩა სულ რამდენჯერ წამიყვანია ვარჯიშზე, დედა დაყვებოდა. ჩემი ხელი დააკლდათ იმათ... შვილიშვილებით ვცხოვრობ, ესენი მახარებენ, თორემ შვილი რომ გეღუპება, ყველაფერი უფერულდება... მსოფლიოში აღიარებული შვილიშვილი მყავს და სიხარული როგორ არ მაქვს, მაგრამ რომ მახსენდება, ჩემი შვილი ვერ ხედავს ამ ყველაფერს, იქ იყოფა ყველაფერი... ხვიჩა ძალიან პასუხისმგებლიანი იყო, ყველაფერს აწესრიგებდა... ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ვიცოდი, რომ რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდა, არ ველოდი."