76 წლის ალა პუგაჩოვა იურმალაში ქმართან ერთად ჩავიდა - წყვილის ვიდეოს მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი აქვს. "გალკინი თითქოს ბებიას მოჰყვება..." - მშობლები

76 წლის ალა პუგაჩოვა იურმალაში ქმართან ერთად ჩავიდა - წყვილის ვიდეოს მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი აქვს. "გალკინი თითქოს ბებიას მოჰყვება..."

2025-07-26 14:11:29+04:00

ალა პუგაჩოვას ყოველი გამოჩენა აჟიოტაჟის საფუძველი ხდება ხოლმე. მით უმეტეს, თუ ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ბრუნდება. როგორც ცნობილია, ოჯახთან ერთად კვიპროსში ცხოვრობს - რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დატოვა რუსეთი. მას მერე მხოლოდ ლატვიაში, იურმალაში ჩამოდის წელიწადში ერთხელ მეგობრის და კოლეგის, ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე "რანდევუ". ამჯერადაც მეუღლესთან - მაქსიმ გალკინთან ერთად გამოჩნდა გრძელი თეთრი ლაბადით და ძვირფასი სამკაულებით.

ვიდეო ლაიმა ვაიკულემ გამოაქვეყნა და რამდენიმე საათში მას მილიონი ნახვა და უამრავი კომენტარი აქვს. ძირითადად აზრები იყოფა, ზოგი წერს, რომ ბედნიერი წყვილია, ზოგი კი მათ შორის ასაკობრივ სხვაობაზე აკეთებს აქცენტს, რაც წლებთან ერთად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. "გალკინი თითქოს ბებიას მოჰყვება..." "სულელური სურათია..." "ბებია და შვილიშვილი... ნუ ფარისევლობთ, თითქოს მშვენიერი წყვილია..." - წერენ კომენტარებში.

original-1-1753525562.webp

original-1753525562.webp

ხელები მიკანკალებს... მაგრამ ეს ცხოვრებაა... - ალა პუგაჩოვას ფრაზას მის მიერ გადაღებულ გალკინის ვიდეორეცეპტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - რამდენიმე საათში ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა
76 წლის ალა პუგაჩოვა ფოტოებზე ძლივს იცნეს: ზედმეტი დაჭიმულობის გამო ყურების მდებარეობაც შეიცვალა