სოფი ლორენის ვაჟმა და მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს - ვიდეო წყვილის ჯვრისწერიდან და ქართულად ამღერებული სასიძო - მშობლები

სოფი ლორენის ვაჟმა და მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს - ვიდეო წყვილის ჯვრისწერიდან და ქართულად ამღერებული სასიძო

2025-07-26 15:53:58+04:00

ქართველი ფიტნესინსტრუქტორის მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის დირიჟორი ვაჟის, კარლო პონტის სიყვარულის ამბავი რა ხანია ცნობილია და ამ რომანზე ბოლო დროს ხშირად დაწერილა. ცოტა ხნის წინ მარიამს ნატახტარში წინასაქორწინო წვეულება ჰქონდა, დღეს კი წყვილმა ჯვარი საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა.

ვიდეოს ქორწილიდან ვიზაჟისტი შორენა ჯიქია აქვეყნებს.

როგორც მარიამმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, წყვილი ჯვრისწერას და პატარა ოფიციალურ ცერემონიას გეგმავდა საქართველოში, ქორწილს კი ჟენევაში აპირებენ და მას თავად სოფია ლორენიც დაესწრება.

504431321-24545836514999781-1503943068514680371-n-1753535612.jpg

mariam3-1753534941.png

maria5-1753534941.png

522863299-24545835218333244-8520351584029486601-n-1753535613.jpg

mariam-1753532550.jpg

ქორწილის წინა დღეს წვეულებაზე შეყვარებულმა კარლომ ქართულად უმღერა მარიამს, მერე კი წყვილმა იცეკვა სტუმრებისთვის.

მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზუმბა დაეხმარა სტრესთან გამკლავებაში. ცოტა ხნის წინვრცელ ინტერვიუშიყვებოდა საკუთარ თავზე და ასევე, კარლო პონტისთან ურთიერთობაზე:

"მარტოხელა დედას ვერ ვუწოდებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გაშორებულები ვართ, იმიტომ, რომ ის საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი შვილის აღზრდაში. ოჯახის დანგრევა მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ ვფიქრობ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვეღარ აბედნიერებს, მშვიდობიანი დაშლა საუკეთესო გამოსავალია. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, შევინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება და ერთად ვაგრძელებთ დემეტრეზე ზრუნვას. ფსიქოლოგიურად არ იყო ჩემთვის მარტივი გადასატანი, მაგრამ ძალიან დამეხმარა ვარჯიშზე კონცენტრირება...

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი გამიცნობდა და ჩემზე ისაუბრებდა. და რაც მთავარია, შემიყვარებდა, რადგან არ არის მარტივი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება, მე კი ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რომ საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიმიღო და არ დაიშურა პოზიტიური კომენტარები. თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც სხვისი სიხარული ასე ახარებთ ადამიანებს, ბედნიერება მათთვისაც არ დააყოვნებს, მე მჯერა, რომ სამყაროს ეს პრინციპი ამოძრავებს.

ისიც მართალია, რომ არასდროს ვყოფილვარ ე.წ. "ლაქშერული" ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა. ძალიან დიდხანს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ ყველაზე მეტად ამაში მადლიერება დამეხმარა და თვით რწმენა, რომ მე "იღბლიანი გოგო ვარ". მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უიღბლობაც შემემთხვა ცხოვრებაში, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის რომ გვიბრუნდება".

როგორც ცნობილია,კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

461035249-8668708563192893-183558000103498142-n-1727032054-1753531100.jpg

კარლო პონტი დაოჯახებული იყო უნგრელ ანდრეა მეზაროსიზე და წყვილს 2 შვილი ჰყავს. ქართველი გოგონა კი კარლომ 2021 წლის 14 მარტს გაიცნო და ყველაფერი, მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო. ონლაინურთიერთობა მალე გადაიზარდა რეალურ რომანში და 2023 წელს, ახალ წელს კარლო პონტი საქართველოში შეხვდა.

სოფი ლორენის საქორწილო მიმართვა შვილსა და რძალს და მარიამ შარმანაშვილის ემოციური სიტყვები - გახმაურებული ქორწილის ახალი დეტალები

წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში და მზადება ორი ქორწილისთვის - ინტერვიუ სოფი ლორენის ქართველ სარძლოსთან (ფოტოები)