მსახიობქეთი ჩხეიძისთვისგანსაკუთრებულად ლამაზი და ემოციური ეტაპი დაიწყო, რომელმაც ახალი სიყვარული და ახალი ენერგია მოუტანა. მსახიობი სრულიად ახალ ამპლუაშია. მისი ცხოვრება იმ წამიდან გადასხვაფერდა, როცა გაიგო, რომ ბებია გახდებოდა. "სიხარულისგან არ მიხტუნავია, მაგრამ გულში მინდოდა, მეხტუნავაო", - ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში
- შვილიშვილი აგარაკზე უკვე მყავდა ოჯახთან ერთად ანანურში ვიყავით. ჩემი ბიჭი მუშაობს, პერიოდულად ჩვენთან ჩამოდიოდა და უკან ბრუნდებოდა. ახლა ზღვაზე აპირებენ წასვლას. მეც რამდენიმე დღით ჩავალ და ვესტუმრები. მათ გარეშე დიდი ხანი ვერ გავძლებ, მაგრამ არც ის მინდა, ზედმეტად შევაწუხო. შვილიშვილმა იმხელა ადგილი დაიკავა ჩემს გულში, რომ უიმისოდ ვეღარ ვძლებ.
დედობიდან შემდეგ ეტაპზე გადავედი და ბებია ვარ. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ახალი ენერგია და ახალი სიყვარული სიყვარული ჩემი შვილიშვილის. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ბებია უნდა გავმხდარიყავი! არ მიხტუნავია, მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა, სიხარულისგან მეხტუნავა. ბებია იქნებოდით.
რადგან დედად შევდექი და ნორმალური შვილები გავზარდე, ვფიქრობდი, რომ ცუდი ბებია არ ვიქნებოდი. ვგრძნობ, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვუყვარვარ. რომ ვშორდები, ტირის. ძალიან მიხარია, ჩემ გამო რომ ტირის. რადგან ტირის, გამოდის, რომ მოჯაჭვულია ჩემზე; გამოდის, რომ ვუყვარვარ. როცა ადამიანი ბებია ხდება, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება და ეს ძალიან კარგია.
ერეკლე წლის და ოთხი თვისაა. როცა დაიბადა, ძალიან მალე ჩაგვაცვეს სპეციალური ხალათები და მასთან შეგვიშვეს. რომ შევედი და ახალდაბადებული ხელში ავიყვანე, გამახსენდა, ჩემი შვილი პირველად რომ ავიყვანე ხელში. იცით, როგორი გრძნობაა? ყველაფერი გავლილი რომ გაქვს და თითქოს თავიდან იწყებ ყველაფერს, ამიტომ სულ სხვანაირი განცდაა. განაგრძეთ კითხვა