მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი ინეს დე რამონთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა, საზოგადოება მათი რომანის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. როგორც აღმოჩნდა, რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ ინეს დე რამონი სერიოზულად ფიქრობს მომავალზე და სურს, რომ ბრედ პიტთან ერთად ოჯახი შექმნას. თუმცა, როგორც უცხოური მედია წერს, ჰოლივუდის ვარსკვლავის თავშეკავებულობამ და გაურკვეველმა დამოკიდებულებამ შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს – ინესს უკვე დაეტყო იმედგაცრუება.
როგორც RadarOnline წერს, დე რამონი ბრედს „თავდავიწყებით უყვარს“, მაგრამ მისი მხრიდან ოფიციალურ ნაბიჯზე უარის თქმა პრობლემად იქცა. წყაროს თქმით, პიტი კვლავაც „აჭიანურებს ქორწინებაზე ლაპარაკს და გამუდმებით იმართლებს თავს, რატომ არ სურს ხელის თხოვნა“.
ინეს დე რამონი აღიარებს, რომ პიტს წარსულში მძიმე ქორწინებები ჰქონდა და სწორედ ამიტომ არ ჩქარობს დაოჯახებას – ურჩევნია „არაოფიციალურ თანაცხოვრებას დასჯერდეს“. მაგრამ ინესი, როგორც „ტრადიციული შეხედულებების გოგო“, ფორმალურ დაოჯახებას მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბრედისგან სწორედ ამას მოელის.
„უკვე ღლის ის ფაქტი, რომ ყველაფერი მხოლოდ ბრედის პირობებით ხდება. საბოლოოდ კი, ინესს სჭირდება, რომ პიტმა სიყვარული საქმედაც დაუმტკიცოს – მინიმუმ ბეჭედით,“ – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემას.
ინეს დე რამონი, რომელიც ცნობილია როგორც სამკაულების დიზაინერი, ბრედ პიტმა 2022 წელს გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ისინი ერთად ინგლისში, ჯერ „ფორმულა 1“-ის სილვერსტოუნის ტრასაზე, ხოლო ცოტა ხნის წინ – ბრედის ფილმის „F1“-ის პრემიერაზე ნიუ-იორკში გამოჩნდნენ. PEOPLE-ის ცნობით, პიტს მოსწონს ინესის გვერდით ყოფნა, „ის მშვიდია და დრამებს არ დგამს, ყოველთვის მხარს უჭერს და მართლაც კარგად მიდის საქმე“.
ამასობაში კი ინეს დე რამონი კვლავ მოლოდინშია– იქნება თუ არა ბრედ პიტი საბოლოოდ მზად, რომ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს.