“ეს არ არის არც მეორე, არც მესამე შემთხვევა“ - ლუკა კურტანიძეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს (ვიდეო) - მშობლები

“ეს არ არის არც მეორე, არც მესამე შემთხვევა“ - ლუკა კურტანიძეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს (ვიდეო)

2025-07-27 21:33:19+04:00

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და ექსპარლამენტარლუკა კურტანიძესმისი ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ხათუნა მიქაცაძემ “ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, მას კურტანიძე ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მისი თქმით, დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეოც.

  • ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც. მიქაცაძის თქმით, სასამართლოს ლუკა კურტანიძისთვის 9 თვიანია შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

“ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან. იხილეთ ვიდეო და განაგრძეთ კითხვა

იმ საწოლში არ ვიძინებდი, სადაც ერთად ვიწექით, იატაკზე ვწვებოდი, დღემდე ასე ვარ... ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ბოლო სიყვარულია - ლუკა კურტანიძე მეუღლესთან დაშორებაზე

გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ - ლუკა კურტანიძე