ლეგენდარული მუსიკოსი,The Rolling Stones-ის ფრონტმენი მიკ ჯაგერი 82 წლის გახდა. დაბადების დღე მან იმ ორ ადამიანთან ერთად გაატარა, რომლებთან ერთადაც არის ბოლო წლები - 38 წლის საცოლე მელანი ჰემრიკთან და რვა წლის ვაჟ დევეროს ოქტავიან ბეზელთან.
ჯაგერი და ჰემრიკი ერთმანეთს 2014 წელს, იაპონიაში The Rolling Stones-ის ტურნეს დროს შეხვდნენ. ორი წლის შემდეგ, ყოფილმა ბალერინამ მუსიკოსისგან ვაჟი გააჩინა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე მან აღიარა, რომ ის და ჯაგერი რამდენიმე წელია დანიშნულები არიან. თუმცა, ჯერ არ დაქორწინებულან.
ხშირად წერენ უმცროსი ვაჟის საოცარ მსგავსებაზე მამასთან.
აღსანიშნავია, რომ მელანის მიკი მისი დიდი ხნის შეყვარებულის, ლორენ სკოტის გარდაცვალებამდე შეხვდა, რომელმაც 2014 წლის მარტში თავი მოიკლა. დევეროს დაბადების შემდეგ კი ისიც "მოახერხა", რომ ურთიერთობა ჰქონდა 22 წლის პროდიუსერ ნურ ალფალასთან, რომელმაც მოგვიანებით ალ პაჩინოსგან გააჩინა შვილი.
ჯაგერი ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ იყო დაქორწინებული; უმცროსი ვაჟის გარდა, მას კიდევ შვიდი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან, რომელთაგან ზოგიერთი უკვე მშობელიც გახდა.