სასიყვარულო რომანები, რომლებსაც ამჟამად "ბიბლუსში" 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ - მშობლები

სასიყვარულო რომანები, რომლებსაც ამჟამად "ბიბლუსში" 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ

2025-07-28 15:45:06+04:00

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში დროის სასიამოვნოდ გატარება გინდათ, მაშინ სასიყვარულო რომანები უნდა წაიკითხოთ. ამბები სიყვარულზე კარგი თავშესაქცევია როგორც ზღვის სანაპიროზე, ისე მთაში დასვენებისას თუ სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას დივანზე მოკალათებული საკითხავად. სიყვარულზე დაფუძნებული ამბები ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლებაში ეხმარება მკითხველს, უჩენს ემპათიას სხვების მიმართ და ამავდროულად, საშუალებას აძლევს დაფიქრდეს საკუთარ ურთიერთობებზე, გრძნობებზე, სურვილებსა და მოლოდინებზე. ხშირად მკითხველს პირადი ტრავმებისგან გათავისუფლებაშიც კი ეხმარება.

თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ წიგნები, რომელსაც ზაფხულის ცხელ დღეებში წაიკითხავთ, მაშინ ჩვენ მიერ რეკომენდებულ რომანებს გადაავლეთ თვალი.

„სიყვარული ჟამიანობის დროს“, გაბრიელ გარსია მარკესი

რომანის მთავარი გმირები ტელეგრაფისტი ფლორენტინო არისა და ფერმინა დასა არიან. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობაში უყვარდებათ. საიდუმლოდ ურთიერთობაში შეყვარებულებს ფერმინას დეიდა ეხმარებათ. ფლორენტინომ და ფერმინამ ერთმანეთს რამდენიმე სასიყვარულო წერილი მისწერეს, თუმცა, ერთხელაც ფერმინას მამა, ლორენცო დასა, შეიტყობს მათ შესახებ და ქალიშვილს მოსთხოვს დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ფლორენტინოსთან ურთიერთობა. ამ სიყვარულს პერსპექტივა არ აღმოაჩნდა ფერმინას მამის პოზიციის გამო. მოგვიანებით, ფერმინა ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ექიმ ხუვენალ ურბინოს. უიღბლო შეყვარებული ფლორენტინო დებს ერთგულების ფიცს და ელოდება მას. სიყვარული ახალი ძალით იფეთქებს 50 წლის შემდეგ, როდესაც ფერმინა 73 წლისაა...

„სიყვარულის ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო“, – ამბობს გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, –„ჩემი მშობლები ბრწყინვალე მთხრობელები იყვნენ. სიყვარულის მოგონებები ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ იმდენად გაიტაცათ საკუთარმა ნაამბობმა, რომ, როდესაც თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემს რომანში, „სიყვარული ჟამიანობის დროს“ მათი ამბის აღწერა დავიწყე, უკვე ვეღარ ვარჩევდი, სად გადიოდა ზღვარი ცხოვრებასა და პოეზიას შორის“.

„ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი“, ტეილორ ჯენკინს რეიდი

ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ ის? და რატომ ახლა? მონიკზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას, 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან.

„ყველაფერი მთავრდება ჩვენით“, კოლინ ჰუვერი

როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: „მე ასე არ მოვიქცეოდი!

წიგნის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2024 წელს რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

„ზაფხული ზღვაზე“, სარა დესენი

თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის "ზაფხული ზღვაზე" თინეიჯერი გოგონას, ოდენის შესახებ მოგვითხრობს. მისი რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. იკითხავთ, სადღაა ბავშვობა, თანატოლებთან თამაში, გადატყავებული მუხლები, სკოლაში პირველი სიყვარულიო? მსგავსი არაფერი ყოფილა. ოდენს მხოლოდ წიგნების სამყარო აქვს და ეს აკმაყოფილებს... მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება.

„ვარსკვლავთა მბოძებელი“, ჯოჯო მოიესი

ჯოჯო მოიესი ის ავტორია, რომელსაც სულის შემძვრელად გამოსდის სიყვარულსა და თავდადებაზე წერა. რომანი, „ვარსკვლავთა მბოძებელი“, კეთილშობილ, თავდადებულ ადამიანებზე, მათ ბრძოლასა და უდიდეს, უკვდავ სიყვარულზეა, რომელსაც სიძნელეები ვერაფერს აკლებს. რომანი 2019 წელს გამოიცა და შთამაგონებელმა, ადამიანურმა, იმედიანმა ამბავმა სულ მოკლე დროში მოახერხა უთვალავი მკითხველის გულის გათბობა და დიდი აღიარების მოპოვება.

1935 წელს, როცა აშშ უმუშევრობამ და სიღარიბემ წალეკა, მთავრობამ, ელეონორა რუზველტის ინიციატივით, გადაწყვიტა, აპალაჩებში მოძრავი ბიბლიოთეკები შეექმნა და წიგნები მიეწოდებინა მთიელებისთვის, რომლებსაც ლიტერატურაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. მიზანი წერა-კითხვის პრობლემის მოგვარება, წიგნიერების დონის ამაღლება და ამით უმუშევრობის დაძლევა იყო. რამდენი მეკენტუკელი ქალი ცხენებზე შემოსხდა და მთებში ყოველკვირეული მოგზაურობა დაიწყო. კარდაკარ დადიოდნენ და წიგნები და სინათლე მიჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებსაც იმედი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ეს ქალები უმკლავდებოდნენ ოჯახის წევრებისა და თანაქალაქელების წინააღმდეგობასა და აგრესიას, ურთულეს გზებს, ტყის ცხოველებს, მთვრალ და მოძალადე მამაკაცებს და არც ერთი წუთით არ დაუყრიათ თავიანთი წიგნები, ბოლომდე მიჰქონდათ ყველა კართან. ვისაც კითხვა არ შეეძლო, უკითხავდნენ კიდეც. კენტუკის მოსახლეობამ მათ „წიგნის ქალები“ შეარქვა.

ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ ფიზიკურ დაონლაინმაღაზიაში 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ.

R